Cenomi Retail logo

მაღაზიის ასისტენტ მენეჯერი — Oysho

Cenomi Retail
Location: Batumi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Salary: 1400-2400 ₾/month
Published: 31 Aug
Application deadline: 30 Sept

"Cenomi Retail" 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა, მერანი მოლში და უკვე ბათუმი გრანდ მოლში პირველად აჭარის რეგიონშიც არის წარმოდგენილი ,,Cenomi Retail Georgia’’-ს არაერთი მაღაზია.

კომპანია ,,Cenomi Retail Georgia’’ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ასისტენტ მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაო გრაფიკი: სრული

რას გააკეთებ:

• მხარს დაუჭერ მაღაზიის მენეჯერს ყოველდღიური ოპერაციების მართვასა და მაღაზიის ეფექტურ ფუნქციონირებაში;

• ჩაერთვები მაღაზიის პროცესებში, გაყიდვების ზრდისა და საოპერაციო სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით;

• გააკონტროლებ პროდუქციისა და კოლექციის სწორ განლაგებას დარბაზსა და საწყობში, ასევე მარაგებისა და ასორტიმენტის ხელმისაწვდომობას;

• მონაწილეობას მიიღებ ახალი კოლექციის მიღების, პროდუქციის სისტემურად დამუშავებისა და ინვენტარიზაციის პროცესებში;

• უზრუნველყოფ მაღაზიაში მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვას და საჭიროების შემთხვევაში შეითავსებ სალაროს ფუნქციებს;

• მოამზადებ გაყიდვებთან და საოპერაციო პროცესებთან დაკავშირებულ რეპორტებს და ჩაერთვები კომერციულ/მარკეტინგულ აქტივობებში;

• მონაწილეობას მიიღებ გუნდის მართვასა და განვითარებაში-სამუშაო გრაფიკების დაგეგმვაში, თანამშრომლების შეფასებასა და ცოდნის გაზიარებაში;

• უზრუნველყოფ კომპანიის პოლიტიკის, უსაფრთხოების, ჰიგიენისა და დანაკარგების პრევენციის სტანდარტების დაცვას;

• ითანამშრომლებ სხვადასხვა დეპარტამენტთან მაღაზიის საჭიროებებისა და პროცესების ეფექტური მართვის მიზნით.

მნიშვნელოვანია:

• 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით, სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე.

• ინგლისური ენის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

• ანაზღაურება- 1 400 ლარი + 1 000 ლარამდე ბონუსი.

• სასიამოვნო სამუშაო გარემოს;

• კორპორატიულ დაზღვევას;

• წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას.

გუნდის მართვამაღაზიის ოპერაციებიგაყიდვებიმომხმარებელთა მომსახურებაორგანიზებულობა