ინტელიექსპრესი logo

IT მხარდაჭერის გუნდის უფროსი

ინტელიექსპრესი
Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 24 Sept
Application deadline: 22 Oct

IT მხარდაჭერის გუნდის უფროსი

  • პოზიცია: IT მხარდაჭერის გუნდის უფროსი / Head of IT Support Team
  • გამოსაცდელი ვადა**: 6 თვე (ანაზღაურებადი)
  • სამუშაო გრაფიკი**: კვირაში 40 სთ / ორშ.-პარ. / 10:00-19:00
  • სამუშაო რეჟიმი**: ადგილზე / on-site
  • სამუშაო ადგილი**: თბილისი. აღმაშენებლის გამზ. 61. ბიზნეს ცენტრი „მოზაიკა“, II სართული
  • ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური პაკეტი - უფასოდ, სხვა პაკეტებში კომპანიის თანამონაწილეობა / ულიმიტო სასაუბრო პაკეტი

პოზიციის შესახებ:

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია / საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელექსპრესი ეძებს IT მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელს, რომელიც გაუძღვება კომპანიის შიდა IT მხარდაჭერის მიმართულებას და აიღებს პასუხისმგებლობას კორპორატიული სისტემების ადმინისტრირებაზე, ასევე - მართავს IT მხარდაჭერის გუნდს, უზრუნველყოფს კომპანიის სათავო ოფისის, თბილისისა და რეგიონალური ფილიალების თანამშრომლების სამუშაო ადგილებისა და სივრცის ტექნიკურ მხარდაჭერას, ანგარიშების გამართულ ფუნქციონირებას, ადმინისტრირებას გაუწევს Google Workspace-სა და Active Directory-ს და იქნება ძირითადი საკონტაქტო წარმომადგენელი, გარე IT პარტნიორებთან ურთიერთობაში.

გუნდისა და სერვისის მართვა:

  • IT მხარდაჭერის გუნდის ყოველდღიური სამუშაოების ოპტიმიზაცია, პრიორიტეტების განსაზღვრა და ხელმძღვანელობა;
  • მეორე დონის ესკალაციების დამუშავება, რომელთა მოგვარებაც IT მხარდაჭერის გუნდის კომპეტენციას სცდება.

სამუშაო ადგილების ტექნიკური მხარდაჭერა:

  • თბილისისა და რეგიონალური ფილიალების სამუშაო კომპიუტერების/ლეპტოპებისა და სამუშაო პროცესთან და რეგულაციებთან დაკავშირებული ტექნიკური ინვენტარის გამართვის, კონფიგურაციისა და პერიოდული შემოწმების უზრუნველყოფა;
  • კორპორატიული სატელეფონო სისტემის ადმინისტრირება;
  • აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის ინვენტარიზაცია, ლიცენზიების აღრიცხვა, შესყიდვის მოთხოვნები.

იდენტიფიკაციისა და წვდომების ადმინისტრირება:

Active Directory-ის ადმინისტრირება (მომხმარებლების, ჯგუფების, ორგანიზაციული ერთეულების, ჯგუფური პოლიტიკებისა და ა.შ.);

  • თანამშრომლების ონბორდინგ და ოფბორდინგ პროცესებში, შესაბამისი პროცედურების უზრუნველყოფა, როგორც ტექნიკური, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით;
  • მონაცემთა ბაზებზე, RDP სესიებზე, სერვერებსა და შიდა აპლიკაციებზე წვდომის მოთხოვნების დამუშავება და აღრიცხვა;
  • სხვადასხვა ტიპის შიდა წვდომების რეესტრის წარმოება და პერიოდული განხილვების მხარდაჭერა შიდა და გარე აუდიტისთვის.

Google Workspace-ის ადმინისტრირება:

  • Google Workspace-ის ადმინისტრაციული პანელის სრული მართვა;
  • კორპორაციული ინფორმაციის გაზიარების (მეილი, ჯგუფი, დრაივი და ა.შ.), ასევე - ფოსტის მარშრუტიზაციის, სპამისა და კარანტინის წესების, ასევე უსაფრთხოების პოლიტიკების ადმინისტრირება (2FA-ს სავალდებულო გამოყენება, მოწყობილობებსა და აპლიკაციებზე წვდომა);
  • ლიცენზიების განაწილება და გამოყენების შესახებ ანგარიშგება შესაბამის დეპარტამენტებთან.

მომწოდებლებთან ურთიერთობა და ქსელურ საკითხებზე კოორდინაცია:

  • გარე ქსელის ადმინისტრატორებთან, ვენდორებსა და სერვის-პროვაიდერებთან ძირითადი საკონტაქტო პირის ფუნქცია;
  • ინტერნეტისა და ქსელური ინციდენტების დაფიქსირება, კონტროლი და მოგვარების უზრუნველყოფა;
  • დაგეგმილ სამუშაოებსა და შეფერხებებზე პროვაიდერებთან კოორდინაცია და შესაბამისი შიდა ზომების მიღება.

ანგარიშგება:

  • წვდომების ცვლილებებზე, ანგარიშების შექმნასა და ტექნიკური ინვენტარის შესახებ შესაბამისი პერიოდული რეპორტინგის წარმოება;
  • განმეორებადი პრობლემების იდენტიფიცირება და ალტერნატიული გადაწყვეტის ინიციატივა;
  • შესრულებული და შესასრულებელი საკითხების სისტემური აღრიცხვა.

მოთხოვნები:

  • 3+ წლის გამოცდილება IT მხარდაჭერაში, მათ შორის, მინიმუმ, 1 წელი IT გუნდის მართვის გამოცდილება;
  • Active Directory-ის მყარი ცოდნა: მომხმარებლები, ჯგუფები, GPO, DNS, DHCP
  • Google Workspace-ის (ან Microsoft 365-ის) ადმინისტრაციულ პანელთან პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;
  • ქსელური ტექნოლოგიების პრაქტიკული ცოდნა: TCP/IP, VLAN, VPN, Wi-Fi პრობლემების დიაგნოსტიკა, სვიჩებისა და ფაიერვოლის საბაზისო კონცეფციები;
  • Windows-ის სამომხმარებლო ოპერაციული სისტემების ადმინისტრირების გამოცდილება;
  • საბილეთო სისტემასთან და გარე მომწოდებლებთან საქმიანი ურთიერთობის გამოცდილება;
  • სტრუქტურირებული, დოკუმენტაციაზე ორიენტირებული მიდგომა და წერითი კომუნიკაციის მკაფიო უნარი;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.

უნარები

  • გუნდის მართვა და ინდივიდუალური მიდგომები;
  • ინიციატივიანობა;
  • ეფექტური გადაწყვეტილების მიღება;
  • მრავალფუნქციური სამუშაოს შესრულება და მათ შორის, პრიორიტეტების სწრაფი განსაზღვრა;
  • მოკლევადიანი /გრძელვადიანი პროცესების დაგეგმვა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაოს ვადებში შესრულება;
  • სამუშაო პროცესების ანალიზი.

,,ინტელიექსპრესი’’ გისურვებთ წარმატებებს!

Active DirectoryGoogle Workspaceგუნდის მართვაTCP/IPVPNWindows ადმინისტრირებაქსელური ტექნოლოგიებიტექნიკური ინვენტარიზაციაპროცესების დაგეგმვაანგარიშგება