PET ბოთლის გასაბერის ოპერატორი
Caucasian PET Company Location: Rustavi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Salary: 1750-2000 ₾/month
Published: 6 Oct
Application deadline: 5 Nov
Experience level: Mid level
სს " კავკასიან პეტ კომპანი " ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში.
წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით ვაცხადებთ კანდიდატების ძიებას შემდეგ ვაკანსიებზე:
PET ბოთლის გასაბერის ოპერატორი - 2 ვაკანსია
მოთხოვნები:
- საწარმოო დანადგარებისა და ხაზების მომსახურების გამოცდილება - არანაკლებ 2 წლისა.
- ტექნიკასთან, მექანიზმებთან და ელექტრონულ დანადგარებთან მუშაობის უნარი - სავალდებულოა.
- გასაბერი მანქანების მუშაობის პრინციპებისა და ტექნოლოგიური პროცესის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- ტექნოლოგიური პარამეტრების კონტროლის უნარი (ტემპერატურა, წნევა, ციკლის დრო).
- კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე და დოკუმენტაციის წარმოების წესების ცოდნა.
- ქართული ენის ცოდნა, რუსული/უკრაინული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ცოდნა.
- პასუხისმგებლობა, დისციპლინირებულობა, შესრულების უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
- PET ბოთლების გამოშვება დამტკიცებული ტექნიკური პირობების შესაბამისად.
- დანადგარის ტექნოლოგიური პარამეტრების კონტროლი.
- პროდუქციის გამოშვების დოკუმენტაციის წარმოება, მუშაობა Оne Рack ‑ში.
- საამქროს ტერიტორიისა და ტექნოლოგიური დანადგარების დასუფთავება.
- ნებისმიერი დამხმარე სამუშაოს შესრულება საწარმოში მინდობილ უბნებზე.
- მზა პროდუქციის ჩაყრა, შეფუთვა და გადაადგილება.
სამუშაო პირობები:
- ქალაქი რუსთავი , სამუშაო გრაფიკი: - 08:00-დან 20:00-მდე (2 სამუშაო დღე - დღის ცვლა, მომდევნო 2 დღე დასვენება + ანაზღაურებადი ზეგანაკვეთური სამუშაო საჭიროებიდან გამომდინარე).
- ანაზღაურება - 1750 ლარი ხელზე ან 10.46 ლარი საათში გამოსაცდელი პერიოდის - 3 თვის განმავლობაში. გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 2000 ლარი ხელზე ან 11.96 ლარი საათში.
- პრემირება - წლის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე.
- სოციალური პაკეტი მოიცავს: სამედიცინო დაზღვევა; სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ.რუსთავში; კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები).
რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: Email
საწარმოო დანადგარებიტექნიკური პარამეტრების კონტროლიდოკუმენტაციის წარმოებაკომპიუტერის ცოდნაქართული ენა