მობილოგრაფი/კონტენტ-კრეატორი/SMM

საქართველოს კინოლოგიური აკადემია
Location: Tbilisi
Work arrangement: Hybrid
Employment type: Full-time
Published: 24 Sept
Application deadline: 24 Oct

"საქართველოს კინოლოგიური აკადემია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მობილოგრაფი/კონტენტ-კრეატორი/SMM.

ლოკაცია: თბილისი

სამუშაო გრაფიკი და ფორმატი:

საველე გადაღებები: კვირაში 3 ფიქსირებული დღე (ინდივიდუალური გასვლები ლოკაციებზე, პარკებში, ქალაქის გარემოში და ჯგუფურ ვარჯიშებზე); საჭიროებისამებრ, პერიოდულად მე-4 დღე — გადაღება უშუალოდ აკადემიის ბაზაზე/ადგილზე.

პოსტ-პროდაქშენი და მართვა: დისტანციურად (მონტაჟი, ტექსტების მომზადება, სოციალურ ქსელებში განთავსება).

ძირითადი მოვალეობები:

  • კადრების დაჭერა და საველე გადაღება:
  • აკადემიის მოწაფეების (სხვადასხვა ჯიშის, ხასიათისა და საჭიროების მქონე ძაღლების) წვრთნისა და ქცევის კორექციის პროცესის დინამიკური გადაღება სისტემატური როტაციით;
  • კვირაში 1 დღე ჯგუფური ვარჯიშების პროცესის გადაღება (სოციალიზაცია, საერთო დინამიკა, ენერგიული კადრები);
  • სპორტული, სწრაფი და ემოციური მომენტების დაჭერა უსაფრთხოების წესებისა და ინსტრუქტორის მითითებების სრული დაცვით.
  • ვიდეომონტაჟი და პოსტ-პროდაქშენი:
  • მოკლე ვერტიკალური ვიდეოების (Reels, TikTok, Shorts) დამზადება: კვირაში 4-5 დასრულებული ვიდეო;
  • ვიდეოების დინამიკური ჭრა, ფერთა კორექცია, სუფთა ხმის დამუშავება;

ეფექტური სათაურების (Hooks), ქართული გამართული სუბტიტრებისა და თემატური მუსიკის შერჩევა;

  • გრძელი ფორმატის ვიდეოების (YouTube) პერიოდული მონტაჟი (ქეისების სრული ისტორიები, ვლოგები).
  • სოციალური მედიისა და ვებ-გვერდის მართვა:
  • დამზადებული კონტენტის სისტემატური განთავსება პლატფორმებზე: Instagram, Facebook, TikTok, YouTube;
  • შესაბამისი აღწერების (Captions), სწორი ჰეშთეგებისა და სათაურების შედგენა;
  • "ცოცხალი" ყოველდღიური სთორების (Stories) წარმოება გადაღების პროცესიდან;
  • ვებ-გვერდზე ახალი ვიზუალური მასალის, ბლოგ-პოსტებისა და სიახლეების ატვირთვა/განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (დინამიკური ვიდეოების პორტფოლიო სავალდებულოა);

საკუთარი სამუშაო ტექნიკის ფლობა (მაღალი გარჩევადობის სმარტფონი ან კამერა, სტაბილიზატორი, უსადენო მიკროფონი);

  • სამონტაჟო პროგრამების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (CapCut, Premiere Pro, DaVinci Resolve ან მსგავსი);
  • ძაღლებთან ურთიერთობის კომფორტი, სიმშვიდე და უშიშრობა — სამუშაო მოიცავს სხვადასხვა ჯიშისა და ქცევის მქონე ძაღლებთან შეხვედრას;
  • მობილურობა და მზადყოფნა გასვლითი გადაღებებისთვის.

რას გთავაზობთ:

  • დინამიკურ, საინტერესო სამუშაო პროცესს და შემოქმედებით თავისუფლებას კონტენტის დაგეგმვისას;
  • გასვლით გადაღებებზე ტრანსპორტირების / საწვავის ხარჯის სრულ ანაზღაურებას;
  • ანაზღაურება: 2, 000₾ - 2, 500₾ (მზარდი სისტემით: საწყისი ანაზღაურება — 2, 000₾, ყოველთვიური მატება +100₾ სამუშაო დისციპლინისა და შედეგების მიხედვით, მე-5 თვიდან — 2, 500₾)

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და პორტფოლიო/ნამუშევრების ბმულები (განსაკუთრებით ვიდეო რგოლები) ელფოსტაზე: .

ვიდეომონტაჟიSMMCapCutPremiere ProDaVinci Resolveკონტენტ-კრეაცია