მცირე ზომის მაღაზიის მენეჯერი
Carrefour Georgiaკარფური აცხადებს ვაკანსიას მცირე ზომის მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი ფუნქციები: კომპანიის გაყიდვების კონცეფციის დანერგვა მაღაზიაში;
მაღაზიის გეგმის, ბიუჯეტის და სტრატეგიული მიზნების შესრულების უზრუნველყოფა;
გაყიდვების მუდმივი მონიტორინგი და შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
თანამშრომელთა ზრდა-განვითარებაზე ზრუნვა, მათი ჩართულობის ხელშეწყობა და მოტივაცია; თანამშრომელთა სამუშაო დროის და შესრულებული სამუშაოს შეფასება;
მაღაზიაში პროდუქციის სწორად განლაგების მონიტორინგი და სარეკლამო იმიჯის გაზრდა;
ფასების, პროდუქციის ხარისხის და მომსახურების დონის კონტროლი;
მაღაზიის ოპერირების ხარისხობრივი და რაოდენობრივი ანალიზი;
მომგებიანობისა და გაყიდვების ბრუნვის გაზრდა;
განყოფილებებს შორის კვლევების წარმოება კომერციული ეფექტურობის გასაზრდელად;
მომწოდებლებთან რეგულარული თანამშრომლობა;
მაღაზიაში ჰიგიენის სტანდარტების და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;
აქტიური რეპორტინგი კომპანიის საოპერაციო მენეჯმენტთან.