შპს "მედიტეკი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
მედიტეკი წარმოადგენს სამედიცინო პროდუქციის (ტრამვატოლოგიური/ორთოპედიული იმპლანტების) დისტრიბუტორ კომპანიას საქართველოში. კომპანია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან და სამედიცინო დაწესებულებებს აწვდის მსოფლიოში მოწინავე მწარმოებელი კომპანიების ორთოპედიულ იმპლანტებს.
პოზიცია: მარკეტინგის მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: დისტანციური
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის, პროდუქციისა და პარტნიორი ბრენდების ცნობადობის გაზრდაზე მუშაობა;
- სამედიცინო ბაზრის, კონკურენტების, მომხმარებელთა საჭიროებებისა და ტენდენციების კვლევა;
- სამიზნე აუდიტორიების განსაზღვრა და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;
- ახალი პროდუქტებისა და ბრენდების ბაზარზე წარდგენის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;
- სარეკლამო და საკომუნიკაციო მასალების მომზადების/შექმნის პროცესის მართვა;
- სოციალური მედიის კონტენტ-გეგმის შედგენა და მისი შესრულების უზრუნველყოფა;
- ტექსტური, ვიზუალური და ვიდეო კონტენტის შექმნა/ორგანიზება;
- სამედიცინო პროდუქტების, ახალი ტექნოლოგიების, კომპანიის სიახლეებისა და პროფესიული ინფორმაციის კომუნიკაცია;
- ექიმების, სამედიცინო პერსონალის, კლინიკებისა და სხვა პროფესიული აუდიტორიისთვის შესაბამისი კონტენტის დაგეგმვა;
- პროდუქციისა და ბრენდების შესახებ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მასალების მომზადება;
- მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის შეფასება და პერიოდული ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საქმის მოცემულ ვადებში შესრულების უნარი;
- ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
- დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე:
Email და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
მარკეტინგული კვლევაკონტენტ-მენეჯმენტისოციალური მედიაინგლისური ენარუსული ენაკომუნიკაცია