საწყობისა და სამეურნეოს მენეჯერი
მედ-დიაგნოსტიკა"მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას საწყობისა და სამეურნეოს მენეჯერის პოზიციაზე:
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: შეთანხმებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
-
კომპანიის საწყობისა და სამეურნეო მარაგების მართვა;
-
სამედიცინო და სამეურნეო მასალების მიღება, განთავსება, აღრიცხვა და გაცემა;
-
მარაგების ნაშთების მუდმივი კონტროლი და ინვენტარიზაციის ორგანიზება;
-
საჭირო მასალების დროული შეკვეთისა და მომარაგების უზრუნველყოფა;
-
საწყობში პროდუქციის სწორად განთავსებისა და შენახვის პირობების კონტროლი;
-
ფილიალებისთვის საჭირო მასალების გაცემისა და გადაადგილების ორგანიზება;
-
მიღება-ჩაბარებისა და საწყობის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
-
ვადების მქონე მასალების კონტროლი და ვადაგასული პროდუქციის დროული იდენტიფიცირება;
-
საწყობის სისუფთავისა და ორგანიზებული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
-
მომწოდებლებთან და კომპანიის შესაბამის თანამშრომლებთან კოორდინაცია;
-
ხელმძღვანელობისთვის მარაგებისა და საწყობის მდგომარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება;
-
კომპანიის ქონების, მატერიალური ფასეულობებისა და ინვენტარის სათანადო შენახვის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
საწყობის მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
-
საწყობის აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის პრინციპების ცოდნა;
-
კომპიუტერული პროგრამების, მათ შორის Excel-ის, საბაზისო/კარგი ცოდნა;
-
დოკუმენტაციის სწორად წარმოების უნარი;
-
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
-
ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
-
მარაგების კონტროლისა და ანალიზის უნარი;
-
გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
-
მომწოდებლებთან და კომპანიის თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობის უნარი;
-
სამედიცინო დაწესებულებაში ან სამედიცინო მასალებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი უნარ-ჩვევები:
-
გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
-
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
-
ორგანიზების და დროის მართვის უნარი;
-
დეტალებზე ორიენტირებულობა;
-
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
-
კონკურენტულ ანაზღაურებას;
-
კომფორტულ სამუშაო გარემოს;
-
კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
შერჩევის ეტაპები:
-
რეზიუმეს გადარჩევა;
-
ინდივიდუალური გასაუბრება.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: Email
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.