PepsiCo logo

ზეინკალ-სანტექნიკოსი

PepsiCo
Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 11 Sept
Application deadline: 11 Oct

" PepsiCo " წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეოთხე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ზეინკალ-სანტექნიკოსის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; 40 სთ/კვირაში

ძირითადი მოვალეობები:

  • ახორციელებს გათბობის, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელების, სანიაღვრე სისტემების, სანიტარულ-ტექნოლოგიური და სავენტილაციო მოწყობილობების, სარქვლებისა და მილსადენების ოპერატიულ კონტროლს, მოვლა-შეკეთებას და სარემონტო მომსახურებას
  • ახორციელებს საწვავის შესანახი ავზების სეზონურ წმენდას.
  • აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სისტემების შეკეთებაში, ინსტალაციაში, რეგულირებასა და ტესტირებაში, მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
  • მონაწილეობს შედუღებისა და აირშედუღების სამუშაოებში, საწარმოო და არასაწარმოო დანადგარების შეკეთებაში.
  • ადგენს სარემონტო სამუშაოების პროგნოზებს და საჭირო სათადარიგო ნაწილებსა და ხელსაწყოებს. მონაწილეობს ღონისძიებების შემუშავებაში სანდოობის, ფუნქციონირების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ცენტრალური გათბობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემების შენარჩუნების მიზნით.
  • აცნობებს მენეჯერს მოწყობილობებისა და ქსელების მუშაობაში გამოვლენილი ყველა გაუმართაობის, ავარიებისა და შენიშვნების შესახებ.

კანდიდატის პროფილი:

  • პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით
  • 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
  • სანტექნიკური მოწყობილობების, წყალმომარაგების, საკანალიზაციო და გათბობის სისტემების საბაზისო ცოდნა
  • სტელაჟური კონსტრუქციების მონტაჟისა და დემონტაჟის გამოცდილება, ტვირთამწე მექანიზმების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება
  • შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოების, საწარმოო სანიტარიული ნორმების ცოდნა
  • პასუხისმგებლობა, კეთილსინდისიერება

რას გთავაზობთ?

  • ხელმძღვანელთა და გუნდის წევრთა მუდმივი მხარდაჭერა
  • ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება
  • ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
  • ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
  • კვება

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: 12 ოქტომბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

სანტექნიკაგათბობის სისტემებიშედუღებატექნიკური უსაფრთხოებამილსადენების მონტაჟი