ფლაერების გამვრცელებელი

Burtbushela
Employment type: Temporary
Salary: 50 ₾/day
Published: 23 Sept
Application deadline: 23 Oct
Experience level: Entry level

" ბურთბუშელა — საბავშვო საფეხბურთო სკოლა " აცხადებს ვაკანსიას ფლაერების გამვრცელებლის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

ვეძებთ აქტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც დაეხმარება ჩვენს საბავშვო საფეხბურთო სკოლას — ბურთბუშელას — ახალი მოსწავლეების მოზიდვაში. სამუშაო მოიცავს ინფორმაციული ფურცლების (ფლაერების) დარიგებას საზოგადოებრივ ადგილას (პარკი, სკვერი, ბავშვთა მოედანი და სხვ.), სადაც განთავსებული იქნება ჩვენი როლაფ-პოსტერიც. თქვენი ამოცანა იქნება მშობლებთან/დაინტერესებულ პირებთან მოკლე კომუნიკაცია და მათთვის ინფორმაციის მიწოდება ჩვენი სკოლის შესახებ.

მოვალეობები:

  • როლაფ-პოსტერთან ყოფნა და დღიური სამუშაო გრაფიკის დაცვა
  • ფლაერების დარიგება დაინტერესებულ პირებზე (არა ყველასთვის ზედმეტად, არამედ სამიზნე აუდიტორიაზე — მშობლები პატარა ბავშვებით)
  • სკოლის შესახებ მოკლე, მეგობრული ინფორმაციის მიწოდება
  • დღის ბოლოს მოკლე ანგარიშის გაწევა (რამდენი ადამიანი დაინტერესდა/მოისმინა ინფორმაცია)

ანაზღაურება:

  • ფიქსირებული დღიური ანაზღაურება — 50 ლარი
  • ბონუსი თითოეულ მოყვანილ (რეგისტრირებულ) მოსწავლეზე

მოთხოვნები:

  • კომუნიკაბელურობა და მეგობრული დამოკიდებულება
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა
  • სასურველია გამოცდილება მსგავს სფეროში (არა სავალდებულო)

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით მეილზე:

კომუნიკაბელურობაპასუხისმგებლობაპუნქტუალურობა