არქიტექტორი
ბათუმი ინვესტმენტისამშენებლო კომპანია შპს "ბათუმი ინვესტმენტი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00;
- ანაზღაურება: 5, 000 ლარი ;
- პირველ ეტაპზე, გათვალისწინებულია 3-თვიანი გამოსაცდელი ვადა;
- ადგილმდებარეობა: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ჩაქვი , ხიმშიაშვილის ქ #1.
ჩვენ გთავაზობთ:
- თანამშრომლობაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
- კარიერული ზრდის პერსპექტივას.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელსაც აქვს არქიტექტურული საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება, ორიენტირებულია მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვაზე და გამოირჩევა პასუხისმგებლობითა და მოტივაციით დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.
ძირითადი მოვალეობები:
- არქიტექტურული ესკიზებისა და ვიზუალური კონცეფციების შექმნა;
- მშენებლობის ნებართვისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
- არქიტექტურული პროექტის მუშა ნახაზებისა და სრული დოკუმენტაციის შედგენა;
- სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება 41-ე დადგენილება და სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების გათვალისწინებით (მუნიციპალიტეტში წარსადგენად);
- ბინების დიზაინის და მუშა ნახაზების მომზადება;
- მომიჯნავე დარგებთან (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.) თანამშრომლობის გამოცდილება;
- არქიტექტურული ნახაზების კორექტირება საჭიროების შესაბამისად;
- სპეციფიკაციების შედგენა და საპროექტო მოცულობების ამოთვლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არქიტექტურის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;
- არქიტექტორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება არქიტექტორის პოზიციაზე;
- მშენებლობის ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა;
- AutoCAD, SketchUp და ArchiCAD პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- Photoshop-ის ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება);
- სასურველია რენდერების მოსამზადებლად საჭირო რომელიმე პროგრამის ცოდნა;
- Microsoft Office (Word, Excel, Outlook) და PDF რედაქტორების საბაზისო ცოდნა;
- სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- გუნდურ მუშაობასა და დროის ეფექტიან მართვაზე ორიენტირება.
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა და დისციპლინა;
- კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Email
სათაურში აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენი განაცხადი შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ შერჩევის პროცესის და შესაძლო თანამშრომლობის მიზნით, არაუმეტეს 1 წლის ვადით.
კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!