დამრიგებლის ასისტენტი

თანამედროვე განათლების აკადემია
Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 31 Aug
Application deadline: 30 Sept

შპს "თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" აცხადებს ვაკანსიას დამრიგებლის ასისტენტის პოზიციაზე.

მოვალეობები: დამრიგებლის ასისტენტი მოსწავლეს უქმნის პოზიტიურ სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს, თავისუფალ დროს მოსწავლეებს რთავს სხვადასხვა სახალისო შემეცნებით აქტივობაში, რომელთა ძირითადი მიზანია მოსწავლეთა განტვირთვა და კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა. ასისტენტი უწევს მეთვალყურეობას, მოსწავლემ სწორად გაანაწილოს დრო, დამოუკიდებლად ან/და თანასწავლების პრინციპების გამოყენებით ხარისხიანად შეასრულოს საშინაო დავალება; ორგანიზებულად ჩაერთოს სკოლის მიერ შეთავაზებულ საკლუბო აქტივობებში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლევან მიქელაძის ქ.N4

სამუშაო საათები: 15:00-18:00

აპლიკანტმა CV (მინიმუმ ერთი რეკომენდატორის მითითებით) და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგვიგზავონ შემდეგ ელფოსტაზე: . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: დამრიგებლის ასისტენტი.

გისურვებთ წარმატებას!

პედაგოგიკამოსწავლეებთან მუშაობადროის მენეჯმენტიკომუნიკაცია