შესყიდვების სპეციალისტი
ქართული ლუდის კომპანიასს "ქართული ლუდის კომპანიის" შესახებ
სს "ქართული ლუდის კომპანია" (GBC) არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სასმელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ავითარებს და აწარმოებს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მრავალფეროვან პორტფელს.
2025 წლიდან კომპანია წარმოადგენს Tempo Beverages-ისა და Daily Group-ის ერთობლივ საწარმოს.
Tempo Beverages არის ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი სასმელების მწარმოებელი და დისტრიბუტორი, რომელსაც 70 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. კომპანია მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლუდის ბრენდთან — Heineken-თან და უზრუნველყოფს მისი პროდუქციის დისტრიბუციასა და განვითარებას ისრაელის ბაზარზე.
Daily Group არის საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო ქსელი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1 700 სავაჭრო ობიექტს აერთიანებს.
საერთაშორისო გამოცდილებისა და ძლიერი ადგილობრივი პოზიციონირების საფუძველზე, კომპანია განაგრძობს განვითარებას და მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებას.
პოზიციის შესახებ
ვეძებთ შესყიდვების სპეციალისტს , რომელიც პასუხისმგებელი იქნება შესყიდვების პროცესის ეფექტიან მართვაზე — მომწოდებლების მოძიებიდან და კომერციული პირობების შეთანხმებიდან მიწოდების პროცესის სრულ კონტროლამდე.
თუ გამოირჩევით ანალიტიკური აზროვნებით, ორგანიზებულობითა და შედეგზე ორიენტირებულობით, გელოდებით ჩვენს გუნდში!
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- შესყიდვების პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შეთავაზებების მიღება და შედარებითი ანალიზის მომზადება;
- ფასებსა და კომერციულ პირობებზე მოლაპარაკება;
- შეკვეთების განთავსება და მიწოდების პროცესის სრული კონტროლი;
- კონტრაქტების, ინვოისებისა და შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მართვა;
- ბაზრის კვლევა და ახალი მომწოდებლების მოძიება;
- სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია შესყიდვების საჭიროებების უზრუნველსაყოფად;
- ანგარიშგებებისა და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ლოგისტიკის ან მომიჯნავე მიმართულებით);
- შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ცოდნა (აუცილებელია);
- MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
- ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული მახასიათებლები:
- ანალიტიკური აზროვნება და მონაცემების დამუშავების უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდურ გარემოში მუშაობისა და ერთდროულად რამდენიმე პროცესის მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამსახურებრივი ტრანსპორტი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვება.
დაინტერესების შემთხვევაში
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: Email .
გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა: 2026 წლის 22 ოქტომბერი .
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნეს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართულმა ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს და თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე.
თუ არ ხართ თანახმა, რომ სს "ქართულმა ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები სხვა ვაკანტურ პოზიციებზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, ამის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Email, წერილში მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.