საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის მენეჯერი

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ
Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 2 Oct
Application deadline: 1 Nov
Experience level: Mid level

"საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი" (GIU) აცხადებს ვაკანსიას — საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის მენეჯერი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

დეპარტამენტი: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

ძირითადი მოვალეობები:

  • საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე უცხოელი სტუდენტების მოზიდვის ეფექტური სტრატეგიების დაგეგმვა და განხორციელება.
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტოებთან, რეკრუტერებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დამყარება და მართვა.
  • პოტენციურ სტუდენტებთან კომუნიკაცია (ელ.ფოსტა, სოციალური ქსელები, ვებინარები, გამოფენები) და მათი მიღების პროცესში მხარდაჭერა.
  • აპლიკანტებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება აკადემიური პროგრამების, სწავლის საფასურის, მიღების მოთხოვნების, ვიზის პროცედურებისა და საქართველოში ცხოვრების პირობების შესახებ.
  • საერთაშორისო განათლების ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი, სამიზნე რეგიონების ანალიზი (აზია, ახლო აღმოსავლეთი, ევროპა, აფრიკა და ა.შ.) და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
  • უნივერსიტეტის წარდგენა საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენებსა და ონლაინ ღონისძიებებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, საერთაშორისო ურთიერთობების ან მომიჯნავე სფეროში.
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო სტუდენტების რეკრუტინგის, უნივერსიტეტის მიღების ან საგანმანათლებლო კონსულტაციების სფეროში.
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C1). დამატებითი ენების ცოდნა (არაბული, რუსული, ფრანგული და ა.შ.) ჩაითვლება უპირატესობად.
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტოებთან არსებული კონტაქტები ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი, კროსკულტურული კომუნიკაციის გამოცდილება, CRM სისტემებთან მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ:

  • ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსურ სისტემას მოზიდული სტუდენტების რაოდენობის მიხედვით.
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
  • საერთაშორისო მივლინებებსა და საგანმანათლებლო გამოფენებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: . გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ: "საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის მენეჯერი ".

საერთაშორისო რეკრუტინგიკომუნიკაციამოლაპარაკებებიCRM სისტემებიინგლისური ენა