ფინანსური დირექტორი
Art Ital Group Location: Batumi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 8 Oct
Application deadline: 7 Nov
Experience level: Experienced
რესტორნების ქსელი " Art Ital Group " აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.
ჩვენ შესახებ:
"Art Ital Group" აერთიანებს ბათუმში მდებარე ცნობილ რესტორნებს — Aromi Italiani, Copacabana, Nadimi, Posh Nosh და Symposium.
მისამართი: ბათუმი, ევროპის მოედანი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
- ბიუჯეტის შედგენა და შესრულების მონიტორინგი;
- ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
- შემოსავლების, ხარჯების, მოგებისა და ფულადი ნაკადების კონტროლი;
- რესტორნების ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი;
- ფინანსური რისკების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- მენეჯმენტისთვის პერიოდული ფინანსური ანგარიშების მომზადება;
- ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის ზედამხედველობა;
- ფინანსურ და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტერიის ან შესაბამის სფეროში;
- ფინანსურ მენეჯმენტში მუშაობის გამოცდილება;
- ფინანსური ანგარიშგებისა და ფინანსური ანალიზის კარგი ცოდნა;
- ბიუჯეტირების, Cash Flow-ისა და ფინანსური დაგეგმვის გამოცდილება;
- Excel-ის კარგი ცოდნა;
- სასურველია რესტორნის/HoReCa სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
ელფოსტა: Email
ფინანსური მენეჯმენტიფინანსური ანგარიშგებაფინანსური ანალიზიბიუჯეტირებაCash FlowExcelანალიტიკური აზროვნებაკომუნიკაცია