საწყობის ზედამხედველი

კომპანია
Location: Kutaisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 26 Aug
Application deadline: 25 Sept

ხის სამშენებლო კოჭების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის ზედამხედველის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და გამოცდილ კადრს, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოო საწყობის გამართულ, ეფექტურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (09:00 - 18:00).

ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი , თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.

ძირითადი მოვალეობები:

  • ნედლეულის (ხის მასალა, წებო, დამხმარე კომპონენტები) და მზა პროდუქციის (ხის კოჭები) მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება;
  • საწყობში არსებული მარაგების უწყვეტი კონტროლი, ინვენტარიზაციის პროცესის ხელმძღვანელობა და მონიტორინგი;
  • საწარმოო ხაზისთვის საჭირო მასალების დროული და შეუფერხებელი მიწოდება;
  • მზა პროდუქციის დატვირთვისა და ტრანსპორტირებისთვის მომზადების ზედამხედველობა;
  • საწყობის პერსონალისა და დამხმარე მუშახელის სამუშაო პროცესის გადანაწილება და მარშრუტიზაცია;
  • საწყობში შრომის უსაფრთხოების, სახანძრო ნორმებისა და წესრიგის მკაცრი დაცვა;
  • დოკუმენტაციის წარმოება, მიღება-ჩაბარების აქტების შევსება და შესაბამის პროგრამაში (Excel / ERP) ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება საწყობის ზედამხედველის პოზიციაზე (უპირატესობად ჩაითვლება საწარმოო სექტორში მუშაობის გამოცდილება);
  • სასაწყობე პროგრამებთან და საოფისე პროგრამებთან (MS Excel) მუშაობის ბაზისური უნარები;
  • გუნდის ეფექტურად მართვისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და სტრესულ გარემოში სწრაფი რეაგირების უნარი.

რას გთავაზობთ:

  • კონკურენტუნარიან და დაწინაურებაზე ორიენტირებულ სახელფასო პაკეტს;
  • სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს თანამედროვე საწარმოში;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • დაზღვევას;
  • კვებით უზრუნველყოფას (საწარმოს პოლიტიკის შესაბამისად).

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:

გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის ზედამხედველი".

საწყობის მართვაMS ExcelERP პროგრამებიინვენტარიზაციაგუნდის მართვაშრომის უსაფრთხოება