ბუღალტერი
Art Ital Group Location: Batumi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 8 Oct
Application deadline: 7 Nov
Experience level: Mid level
რესტორნების ქსელი " Art Ital Group " აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ჩვენ შესახებ:
"Art Ital Group" აერთიანებს ბათუმში მდებარე ცნობილ რესტორნებს — Aromi Italiani, Copacabana, Nadimi, Posh Nosh და Symposium.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და კონტროლი;
- შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
- მომწოდებლებთან ანგარიშსწორებების კონტროლი;
- შესყიდვების, მიღება-ჩაბარებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა;
- საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
- სალარო ოპერაციების კონტროლი;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
- ბუღალტრული გატარებების შესრულება;
- საგადასახადო და ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
- დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება ბუღალტერიაში/ფინანსებში;
- ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- Excel-ის კარგი ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
სასურველია: რესტორნის ან HoReCa სექტორში მუშაობის გამოცდილება
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV: Email
საბუღალტრო აღრიცხვასაგადასახადო კანონმდებლობაExcelსაბუღალტრო პროგრამებიდოკუმენტაციის მართვა