Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Salary: 1100 ₾/month
Published: 19 Aug
Application deadline: 18 Sept
Experience level: Entry level

სსიპ - "საქართველოს ეროვნული მუზეუმის" "გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი" აცხადებს ვაკანსიას მეთვალყურის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა - 1

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა;
  • სასურველია მუზეუმის სპეციფიკის შესაბამისი ან/და სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კეთილსინდისიერება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ექსპონატ-ნაგებობისა და მასში განთავსებული ექსპონატების მოვლა-პატრონობა;
  • მუზეუმის ვიზიტორების მეთვალყურეობა და მუზეუმში დადგენილი წესების დაცვის კონტროლი;
  • დამთვალიერებლებისთვის ზოგადი ინფორმაციის მიწოდება მუზეუმის ისტორიისა და ექსპონატების შესახებ.

სამუშაო გრაფიკი: დააქმებული მუშაობს კვირაში 5 დღე (დასვენების დღე - ორშაბათი და კვირის რომელიმე დღე არჩევით).

სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.

ანაზღაურება: 1100 (ათას ასი) ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კუს ტბის ასახვევი N1

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე:

ქართული ენაკომუნიკაციაპასუხისმგებლობადეტალებზე ორიენტირებულობაგუნდური მუშაობა