უფროსი რისკის მენეჯერი
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 5 Sept
Application deadline: 20 Sept
Experience level: Experienced
სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსი რისკის მენეჯერის ვაკანსიაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კორპორაციის პროგრამების, ფინანსური ინსტრუმენტების, ინდივიდუალური ტრანზაქციებისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების რისკების შეფასების წარმართვა;
- მსხვილ, კომპლექსურ და არასტანდარტულ ტრანზაქციებზე დამოუკიდებელი რისკის დასკვნების მომზადება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებისთვის;
- საკრედიტო ინსტრუმენტების სიღრმისეული ანალიზი — მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის, ფულადი ნაკადების, სესხის მომსახურების შესაძლებლობის, კაპიტალის სტრუქტურის, უზრუნველყოფის, საკრედიტო პირობებისა და სტრესული სცენარების მიმართ მდგრადობის შეფასება;
- საინვესტიციო ფონდების ღირებულების შეფასება; ლიკვიდურობისა და ინვესტიციიდან გასვლის სტრატეგიების ანალიზი;
- საგარანტიო სქემებთან და სხვა პირობით ვალდებულებებთან დაკავშირებული რისკების და მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების (ECL) შეფასების მეთოდოლოგიების შემუშავებაში მონაწილეობა;
- რისკის აპეტიტის, რისკის ლიმიტების სისტემისა და რისკის რეიტინგების მეთოდოლოგიების შემუშავებაში მონაწილეობა;
- სტრეს-ტესტებისა და სცენარული ანალიზის დაგეგმვა, მეთოდოლოგიის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და შედეგების ინტერპრეტაცია;
- პორტფელის რისკების, კონცენტრაციების, ლიმიტების, კოვენანტებისა და პროგრამული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის ზედამხედველობა;
- მენეჯმენტის, შესაბამისი კომიტეტებისა და საბჭოსთვის პერიოდული ანგარიშების, პორტფელის მიმოხილვებისა და პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;
- რისკების მართვის პოლიტიკების, პროცედურების, მეთოდოლოგიებისა და ანგარიშგების ინსტრუმენტების შემუშავება და პერიოდული განახლება;
- რისკის მენეჯერ (ებ)ის მიერ მომზადებული ანალიზების, მოდელებისა და ანგარიშების ხარისხობრივი მიმოხილვა და დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული, დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულება.
განათლება:
- მაგისტრის ხარისხი ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
- CFA ან ეკვივალენტი მოწინავე სერტიფიკატების (მაგ. FRM, CAIA) ქონა ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები:
- ბანკში, სადაზღვევო კომპანიაში, საბროკერო კომპანიაში, საინვესტიციო ფონდში, აქტივების მმართველ კომპანიაში ან საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციაში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
- ფინანსური ანალიზის და ფინანსური მოდელირების მაღალ დონეზე ცოდნა;
- პროგრამირების ენებისა და მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტების, მათ შორის Python-ის, R-ის, MATLAB-ის, SQL-ის, C++-ის ან სხვა შესაბამისი ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- რისკების მართვისა და შესაბამისობის თანამედროვე პრაქტიკების ცოდნა;
- პროცესების ანალიზისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება;
- ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
- ანგარიშების და რეკომენდაციების მომზადების გამოცდილება;
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Email და წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "უფროსი რისკის მენეჯერი".
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 სექტემბერი ;
გისურვებთ წარმატებას!
ფინანსური ანალიზიფინანსური მოდელირებარისკების მართვაPythonRSQLCFAFRMსტრატეგიული აზროვნებაინგლისური ენა