დაწყებითი კლასების მასწავლებელი
აკადეა Location: Rustavi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 24 Sept
Application deadline: 24 Oct
Experience level: Mid level
ვაკანსია — დაწყებითი კლასების მასწავლებელი
თუ გიყვართ ბავშვებთან მუშაობა, გაქვთ დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან ურთიერთობის გამოცდილება და გსურთ, ხელი შეუწყოთ მათ აკადემიურ და პიროვნულ განვითარებას, გიწვევთ ჩვენს გუნდში!
საგანმანათლებლო ცენტრი " აკადეა " ეძებს დაწყებითი კლასების მასწავლებელს, რომელიც იმუშავებს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან და დაეხმარება მათ სასკოლო დავალებების შესრულებაში, გაკვეთილების მომზადებასა და სასწავლო პროცესის უკეთ ორგანიზებაში.
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი — საგანმანათლებლო ცენტრი "აკადეა"
სამუშაო გრაფიკი: 13:30-18:00
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება პედაგოგიკის, განათლების ან შესაბამისი მიმართულებით;
- დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და მოსწავლეების აკადემიური მხარდაჭერის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- ბავშვებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის კარგი უნარები;
- მოსწავლეზე ორიენტირებული, პოზიტიური და მხარდამჭერი მიდგომა.
ძირითადი მოვალეობები:
- დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან ყოველდღიური მუშაობა;
- მოსწავლეების დახმარება გაკვეთილების მომზადებასა და საშინაო დავალებების შესრულებაში;
- სასწავლო მასალის განმტკიცება და მოსწავლისთვის გაუგებარი საკითხების დამატებით ახსნა;
- მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება;
- სასწავლო პროცესის ორგანიზება და მოსწავლეების მოტივაციის ხელშეწყობა;
- საჭიროების შემთხვევაში, შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა;
- მშობლებთან და ცენტრის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: Email
განაცხადები მიიღება 24 ოქტომბრამდე
- საკონტაქტო ტელეფონი: 590 90 36 90
- ელექტრონული წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "დაწყებითი კლასების მასწავლებელი".
პედაგოგიკასასწავლო პროცესის ორგანიზებაკომუნიკაციამოსწავლეებთან მუშაობაორგანიზებულობა