Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 22 Sept
Application deadline: 22 Oct

შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას: ექთანი-ფლებოტომისტი .

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული (09:00-18:00 სთ).

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
  • მხარდამჭერ სამუშაო გარემოსა და ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
  • გამოცდილ პროფესიონალთა გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პაციენტებისთვის ვენური სისხლის აღების პროცედურის უსაფრთხოდ და მაღალი სტანდარტით ჩატარება;
  • აღებული ბიოლოგიური მასალის შესაბამის სინჯარებში მოთავსება და დახარისხება წესებისა და პროტოკოლის სრული დაცვით;
  • შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის დროული და აკურატული წარმოება;
  • ასეპტიკა-ანტისეპტიკის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო/პროფესიული ან უმაღლესი სამედიცინო განათლება (ექთნის კვალიფიკაცია);
  • ვენიდან სისხლის აღების პრაქტიკული გამოცდილება;
  • პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • დროის ეფექტურად მართვისა და ორგანიზებულობის უნარი;
  • ინფორმაციის ანალიზისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დისციპლინა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: . Subject-ველში მიუთითეთ: "ექთანი-ფლებოტომისტი".

რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" დაამუშავებს თქვენს მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.

ვენური სისხლის აღებაასეპტიკა-ანტისეპტიკასამედიცინო დოკუმენტაციაპაციენტებთან მუშაობადეტალებზე ორიენტირებულობა