Travel Bee logo

რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი ტურისტული მენეჯერი

Travel Bee
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Salary: 1700 ₾/month
Published: 28 Aug
Application deadline: 27 Sept

ტურისტული კომპანია " Travel Bee " აცხადებს ვაკანსიას შემომყვანი რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი ტურისტული მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

  • ჯავშნების გაკეთება (სასტუმრო, გიდი, ტრანსპორტი, რესტორანი და სხვა სერვისები)
  • დაჯავშნილ ტურისტებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია
  • CRM სისტემაში ვაუჩერის, ინვოისისა და დადასტურების გამოწერა
  • რეზერვაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
  • ბუღალტერიასთან დოკუმენტების კოორდინაცია

მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი ტურისტულ სფეროში
  • რუსული, ქართული და ინგლისური ენების ფლობა
  • კომუნიკაბელურობა, მომხმარებელზე ორიენტირება
  • MS Office-ის ცოდნა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი (ტურისტებთან კომუნიკაციაში ყოფნა სულ)
  • დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერულ განვითარებას
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას
  • სწავლების კურსს
  • ხელფასი 1700-დან ლარი + ბონუსები

კანდიდატის ასაკი: 39 წლამდე

რეზიუმე უნდა იყოს ფოტოსთან ერთად.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე:

რუსული ენაინგლისური ენაქართული ენაMS OfficeCRM სისტემებიკომუნიკაცია