ტრენერი, პრაქტიკოსი ბუღალტერი

Royal Finance Academy
Location: Tbilisi
Employment type: Full-time
Published: 29 Aug
Application deadline: 28 Sept

"RFA" აცხადებს ბუღალტრების მიღებას.

"Royal Finance Academy" (RFA) აფართოებს ფინანსური განათლებისა და პროფესიული საბუღალტრო მომსახურების მიმართულებებს და თანამშრომლობისთვის იწვევს გამოცდილ ბუღალტრებსა და ფინანსების სპეციალისტებს აუთსორსზე.

"RFA"-ში შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ როგორც სასწავლო პროგრამების ტრენერი, ასევე დასაქმდეთ საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურების მიმართულებით.

სასწავლო მიმართულებები:

"RFA"-ში მიმდინარეობს და ეტაპობრივად იხსნება ფინანსური მიმართულების პროფესიული პროგრამები:

  • ბუღალტერიის სრული პრაქტიკული კურსი;
  • საგადასახადო დეკლარირება და RS.GE;
  • Microsoft Excel — სრული პრაქტიკული კურსი;
  • ფინანსური მენეჯერის სასერტიფიკატო კურსი;
  • ხელფასების დარიცხვისა და საპენსიო შენატანების პრაქტიკული კურსი;
  • ფინანსური ანალიზისა და ანგარიშგების პრაქტიკული მიმართულებები.

საბუღალტრო მომსახურების მიმართულება:

RFA ასევე ავითარებს კომპანიებისთვის აუთსორს საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურებას, რის ფარგლებშიც ვეძებთ სპეციალისტებს, რომლებიც შეძლებენ:

  • კომპანიების მიმდინარე ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას;
  • პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებას;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადებასა და წარდგენას;
  • RS.GE-სთან მუშაობას;
  • ხელფასებისა და შესაბამისი გადასახადების დარიცხვას;
  • ფინანსური ანგარიშგებების მომზადებას;
  • კლიენტ კომპანიებთან პროფესიულ კომუნიკაციას.

ვის ვეძებთ?

გვაინტერესებს როგორც ტრენერის გამოცდილების მქონე ბუღალტრები, ასევე ძლიერი პრაქტიკოსები, რომლებსაც სწავლების გამოცდილება ჯერ არ აქვთ, თუმცა სურთ RFA-ს გუნდთან ერთად პროფესიული განვითარება.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში პრაქტიკული გამოცდილება, პასუხისმგებლობის მაღალი დონე და მოქმედი საგადასახადო და საბუღალტრო პროცესების ცოდნა.

შესაძლებელია თანამშრომლობა ერთი ან ორივე მიმართულებით:

1. RFA Academy — ტრენერი

2. RFA Accounting Services — პრაქტიკოსი ბუღალტერი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები/დოკუმენტები:

"Royal Finance Academy" — ვქმნით ფინანსების პროფესიონალთა ძლიერ ქსელს.

ბუღალტრული აღრიცხვასაგადასახადო დეკლარირებაRS.GEMicrosoft Excelფინანსური ანგარიშგებატრენინგების ჩატარება