საინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
Go-playgroundsშპს ,,გოუ-ფლეიგრაუნდს’’-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.
,,გოუ-ფლეიგრაუნდს’’-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - საინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
• საინჟინრო დეპარტამენტის სტრატეგიული მართვა, განვითარება და საკუთარი გუნდის დამოუკიდებლად დაკომპლექტება
• პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო ტექნიკური, საინჟინრო და საპროექტო დოკუმენტაციის მართვის პროცესის ზედამხედველობა და კონტროლი.
• პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრა და დეპარტამენტის მუშაობის სრულყოფილი კოორდინაცია.
ფუნქცია-მოვალეობები:
• წარმოების შეკვეთებისთვის საჭირო საინჟინრო მასალებისა და სამუშაო ნახაზების დაგეგმვის პროცესის ხელმძღვანელობა.
• კომპანიის საინჟინრო ცოდნის მართვა და კომპიუტერული ფორმატების ერთიანი სტანდარტების განსაზღვრა/შენარჩუნება.
• წარმოებისთვის ტექნიკური და პროფესიული მხარდაჭერის აღმოჩენა, საინჟინრო ინფორმაციის სწორი დოკუმენტირება და ფაილების მართვა.
• შეკვეთის დეტალებსა და შესრულების გეგმებს შორის შესაბამისობის მკაცრი კონტროლი.
• წარმოების პროცესების ეფექტური დაგეგმვა და ოპტიმიზაცია.
• სტანდარტული და კომბინირებული პროდუქტების საინჟინრო ინსპექტირების ორგანიზება და ზედამხედველობა.
• წარმოების პროცესში ჩართული პირებისთვის პროდუქტის ტექნიკური დეტალების დროული გაცნობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ინჟინერიის მიმართულებით.
• მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ხელმძღვანელ ან უფროსი ინჟინრის პოზიციაზე.
• AutoCAD, SOLIDWORKS, ArchiCAD პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
• ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
• ძლიერი ლიდერული, მენეჯერული და გუნდის მართვის უნარები.
ჩვენი შეთავაზება:
• სრული პასუხისმგებლობას და გუნდის დამოუკიდებლად დაკომპლექტების შესაძლებლობას
• კონკურენტული ანაზღაურება და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.
პიროვნული უნარები:
• ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი
• გამართული კომუნიკაციის უნარი
• დეტალებზე ორიენტაციის უნარი
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
• ლიდერობის უნარი
• თავდაჯერებულობა
• ორგანიზებულობა
"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!