Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Salary: 3300 ₾/month
Published: 14 Oct
Application deadline: 20 Oct

ფუნქციები:

  • ცხოველის მიღების პროცესის ხელმძღვანელობა (რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია, გარეგანი დათვალიერება, საკარანტინო ვოლიერში
    მოთავსება, ანალიზების დროული აღება, სტატუსის მინიჭება)
  • ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის, ასევე სხვა სახის ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, დაზიანებული ცხოველებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა;
  • ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე ცხოველებისთვის შესაბამისი ვეტერინარული მანიპულაციების დანიშვნა-ჩატარება, დამხმარე პერსონალის მიერ
    ვეტდანიშნულების ზუსტი და დროული შესრულების უზრუნველყოფა;
  • კინოლოგების, ლაბორანტების, ფერშლების, სანიტრების საქმიანობის ხელმძღვანელობა;
  • თავშესაფრის ტერიტორიაზე, ვოლიერებში და სპეცტრანსპორტში სადეზინფექციო სამუშაოების დროულად და ხარისხიანად ჩატარების კონტროლი;
  • ცხოველების ვაქცინაციის უზრუნველყოფა-კონტროლი;
  • ვოლიერებში ცხოველების მდგომარეობის და სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი, ამ მიზნით თავშესაფრის სისტემატური შემოვლის ჩატარება;
  • აუცილებელი სტანდარტული დოკუმენტაციის წარმოების უზრუნველყოფა;
  • ცხოველთა რაოდენობის და სტატუსის შესაბამისად მათი განთავსების პირობების კონტროლი;
  • მოქალაქეთა/ვიზიტორთა მიღება და დაინტერესებულ პირთათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
  • ტერიტორიაზე უცხო პირთა ყოფნისას, ამ უკანასკნელთა მხრიდან თავშესაფრის შინაგანაწესისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
  • ფუნქციურ საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის (საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები), სააგენტოს დირექტორის მიერ
    გამოცემული წესების, ინსტრუქციებისა და მეთოდური სახელმძღვანელოების სრულყოფილი ცოდნა და მათი მოთხოვნების განუხრელი დაცვა;
  • ხელმძღვანელობის დავალებებისა და მითითებების შესრულება.

---

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“
  • საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
     ნორმატიული და ინდივიდუალური აქტები:
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-56 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის    იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“;
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №7-28 დადგენილება “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ”;
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-141 დადგენილება “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის შესახებ“;
  • „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს     მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილება;
  • „ტექნიკური რეგლამენტის - „ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (საშუალებების) წარმოების, შენახვის,     გადაზიდვის, ექსპორტის, რეექსპორტისა და იმპორტის აღრიცხვისა და გაცემის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №436  დადგენილება;
  • „ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გამოყენების     წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 28 მაისის №2-107 ბრძანება;
  • საქართველოს პრეზიდენტის  1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“

---

დამატებითი მოთხოვნები:

  • 2 წლიანი გამოცდილება ვეტერინარული მიმართულებით;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • კონფიდენციალურობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი ორგანიზაციული კულტურა;
  • კონფლიქტების მართვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დისციპლინა და საიმედოობა.

---

დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფორმით ვებგვერდის www.vacancy,hr.gov.ge მეშვეობით.

  • კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაიშვება მხოლოდ ის კანდიდატი, რომელმაც დააკმაყოფილა კონკრეტული თანამდებობისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო
    მოთხოვნები.
  • კონკურსის თითოეული ეტაპის თარიღის, დროის და ადგილის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან/და ელექტრონული
    ფოსტის საშუალებით.

---

კატეგორია: მომსახურება
ხელფასი: 3300 ლარი
ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილების რაოდენობა: 2
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
მინიმალური განათლება: უმაღლესი განათლება
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word - - კარგი; Microsoft Office Excel - - კარგი
კონკურსის ეტაპები: გასაუბრება

ვეტერინარიაქირურგიაMicrosoft Officeგუნდური მუშაობაკომუნიკაცია