გაყიდვების ასისტენტი
m²"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია "m²" - ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!
კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტზე გაყიდვების ასისტენტი ს პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის შეთავაზება;
- ობიექტზე მისული კლიენტებისათვის ბინების ჩვენება;
- სატელეფონო ზარების პასუხი;
- გაყიდვების პროგრამაში მუშაობა;
- რეპორტინგი;
- ობიექტზე გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა.
საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის მიმართულებით);
- სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
- დროის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
- მოქნილობა ცვლილებების მიმართ.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ "m²"-ის გუნდს, გთხოვთ 25 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: Email და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი".
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულ პირობებს.