m² logo

MEP ინჟინერი

Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 9 Sept
Application deadline: 9 Oct

"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია m² - ზე.

ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!

კომპანია m² აცხადებს ვაკანსიას MEP ინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • საწყისი საპროექტო დოკუმენტაციის გაცნობა და მოსალოდნელი რისკების შეფასება-ანალიზი;
  • მონაწილეობის მიღება არქიტექტურული, კონსტრუქციული და სრული საინჟინრო პროექტირების მომზადების პროცესში;
  • პროექტირების პროცესის კოორდინაცია, საპროექტო დოკუმენტაციის საქართველოში მოქმედ ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • პროექტების რევიზია, პროექტის ძირეული შეზღუდვებისა და პარამეტრების განსაზღვრა, პროექტების ოპტიმიზაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში საპროექტო ცვლილებების ინიცირება;
  • ხარჯთაღრიცხვის შედგენისას ტექნიკური კონსულტაციების განხორციელება;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
  • მშენებლობის ორგანიზების პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ჩართულობა, ჩატარებული ტენდერის დეტალური ტექნიკური ანალიზი და საინჟინრო ნაწილის რისკების შეფასება;
  • მშენებლობის პროცესში საინჟინრო საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილებების კონტროლი;
  • საიტ ინსპექტირების მუდმივი განხორციელება, ადგილზე წარმოქმნილი ტექნიკური და საინჟინრო პრობლემების ოპტიმალურად და ოპერატიულად გადაწყვეტა პროექტის ავტორთან შეთანხმებით;
  • საიტ ინსპექტირების საფუძველზე რეპორტების წარმოება და მენეჯმენტთან წარდგენა;
  • სამშენებლო პროცესში, ტექნიკური, პრობლემური, საინჟინრო საკითხების ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება/ტექნიკური პერსონალის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება საინჟინრო მიმართულებით;
  • აუცილებელია Cad (AutoCad; ArchiCad), Microsoft Project პროგრამების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
  • MS Office.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 10 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "MEP ინჟინერი".

ვაცხადებ თანხმობას, ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.

ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.

რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთაღნიშნულ პირობებს.

AutoCadArchiCadMicrosoft ProjectMS Officeსაინჟინრო ანალიზიპროექტის მართვატექნიკური დოკუმენტაცია