სამედიცინო წარმომადგენელი

ფარმაცევტული კომპანია
Location: რეგიონები
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 28 Aug
Application deadline: 27 Sept

ფარმაცევტული კომპანია , რომელიც ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით, აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე: ქვემო ქართლის ( რუსთავი, მარნეული ), შიდა ქართლის ( ხაშური, გორი, ქარელი ) და კახეთის რეგიონებში.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამედიცინო პერსონალთან ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
  • კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
  • კომპანიისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამედიცინო/ფარმაცევტული მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • Microsoft საოფისე პროგრამების ფლობა;
  • სასურველია ინგლისური/რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელი მოთხოვნაა მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის ფლობა;

უნარები/პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • პრეზენტაბელურობა;
  • მიზანზე ორიენტირებულობა;
  • მოქნილობა;
  • პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;

კომპანია სამედიცინო წარმომადგენლებს სთავაზობს:

  • ეფექტურ საბონუსე სისტემას;
  • ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • ულიმიტო სასაუბრო დროს;

შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

  • CV (რეზიუმე) გადარჩევა;
  • სატელეფონო გასაუბრება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სამედიცინო წარმომადგენელი - და რეგიონი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

Microsoft Officeკომუნიკაციაპრეზენტაციაგაყიდვებიორგანიზებულობა