ავტომობილების გაყიდვების მენეჯერი

Sky Motors Georgia
Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Salary: 10000-50000 ₾/month
Published: 5 Oct
Application deadline: 3 Nov
Experience level: Entry level

SKY MOTORS ეძებს ავტომობილების გაყიდვების მენეჯერს!
ჩვენ ვეხმარებით ავტომობილების მეპატრონეებს მანქანის გაყიდვაში: ვპოულობთ მყიდველებს, ვაორგანიზებთ შეხვედრებს და ვმართავთ გაყიდვის პროცესს.
თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, გაინტერესებს ავტომობილები და გსურს გაყიდვების სფეროში განვითარება, შემოგვიერთდი!
სამუშაო პირობები
• ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №81, მარჯანიშვილის მეტროდან დაახლოებით 100 მეტრში
• სამუშაო საათები: 11:00–19:00
• სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
• ანაზღაურება: საწყის ეტაპზე — გაყიდვებზე დაფუძნებული საკომისიო; შემდეგ — ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები
შენი ძირითადი მოვალეობები
• ავტომობილების მეპატრონეებთან და პოტენციურ მყიდველებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
• ვებსაიტზე ავტომობილების განცხადებების განთავსება;
• შეხვედრების ორგანიზება და მხარეებთან კოორდინაცია.
ვის ვეძებთ
• კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ ადამიანს;
• კანდიდატს, რომელსაც აქვს სწავლისა და გაყიდვების სფეროში განვითარების სურვილი;
• აუცილებელია გამართული მობილური ტელეფონი; საკუთარი ლეპტოპის ქონა სასურველია.
მსგავს სფეროში გამოცდილება და უმაღლესი განათლება აუცილებელი არ არის. საქმის სპეციფიკას ადგილზე შეგასწავლით.
რას გთავაზობთ
• ადგილზე სწავლებას და მუშაობის პროცესში მხარდაჭერას;
• მეგობრულ სამუშაო გარემოს;
• გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;
• ფიქსირებულ ანაზღაურებაზე გადასვლისა და ბონუსების მიღების შესაძლებლობას ზემოთ მითითებული პირობებით.
📩 დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV ან მოკლე ინფორმაცია შენ შესახებ შემდეგ მეილზე: carjobstbilisi@gmail.com

გაყიდვების მართვასატელეფონო კომუნიკაციაკლიენტებთან ურთიერთობაგანცხადებების განთავსებაშეხვედრების ორგანიზებამოლაპარაკებების წარმოება