კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 30 ივლისი, 2026

1. ზოგადი დებულებები

რივო პატივს სცემს და იცავს იმ კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელსაც კომპანიები, დამსაქმებლები, პარტნიორები და სხვა ორგანიზაციები გვიზიარებენ პლატფორმის გამოყენებისას.

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს, რა ინფორმაცია მიიჩნევა კონფიდენციალურად, როგორ იყენებს რივო აღნიშნულ ინფორმაციას, როგორ იცავს მას და რა შემთხვევებში შეიძლება მისი გამჟღავნება. ეს პოლიტიკა წარმოადგენს რივოს მომსახურების წესებისა და პირობების (Terms of Service) განუყოფელ ნაწილს.

ეს პოლიტიკა არ არეგულირებს ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

კანდიდატების, მომხმარებლების, დამსაქმებლების წარმომადგენლებისა და სხვა ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და დაცვა რეგულირდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით“, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ დოკუმენტს.

2. ვისზე ვრცელდება ეს პოლიტიკა

ეს პოლიტიკა ვრცელდება ყველა კომპანიაზე, დამსაქმებელზე, პარტნიორზე, სააგენტოზე და სხვა იურიდიულ პირზე, რომელიც:

  • იყენებს რივოს პლატფორმას;
  • აქვეყნებს ვაკანსიებს;
  • ეძებს კანდიდატებს;
  • სარგებლობს AI ფუნქციებით;
  • გვაწვდის ინფორმაციას პლატფორმის მომსახურების მისაღებად.

3. რა არის კონფიდენციალური ინფორმაცია

კონფიდენციალურ ინფორმაციად მიიჩნევა ნებისმიერი არასაჯარო ინფორმაცია, რომელსაც კომპანია ან სხვა ორგანიზაცია რივოს უზიარებს ან პლატფორმაზე განათავსებს.

ასეთი ინფორმაცია შეიძლება იყოს, მათ შორის:

  • ვაკანსიები და მათი სრული აღწერა;
  • გამოუქვეყნებელი ან დაგეგმილი ვაკანსიები;
  • კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები;
  • რეკრუტინგის სტრატეგია;
  • შერჩევისა და შეფასების მეთოდოლოგია;
  • კომპანიის შიდა პროცესები;
  • სახელფასო ინფორმაცია, ბენეფიტები და ანაზღაურების პოლიტიკა;
  • ორგანიზაციული სტრუქტურა;
  • ბიზნესგეგმები;
  • ფინანსური და კომერციული ინფორმაცია;
  • პარტნიორებისა და კლიენტების შესახებ ინფორმაცია;
  • შიდა დოკუმენტები, ანგარიშები და ანალიტიკური მასალები;
  • ტექნიკური დოკუმენტაცია;
  • პროექტები;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ან სისტემების აღწერა;
  • ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც თავისი ბუნებით კონფიდენციალურია ან რომლის კონფიდენციალურობაც კომპანიამ მიუთითა.

4. როგორ იყენებს რივო კონფიდენციალურ ინფორმაციას

რივო კონფიდენციალურ ინფორმაციას იყენებს მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რომლებიც აუცილებელია პლატფორმის ფუნქციონირებისა და შეთანხმებული მომსახურების მიწოდებისთვის.

ეს შეიძლება მოიცავდეს:

  • ვაკანსიების გამოქვეყნებასა და მართვას;
  • კანდიდატებისა და ვაკანსიების ეფექტურ შეხამებას;
  • AI ფუნქციების მუშაობას;
  • პლატფორმის ტექნიკურ მხარდაჭერას;
  • სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფას;
  • პლატფორმის განვითარებასა და გაუმჯობესებას;
  • მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

რივო არ გამოიყენებს კომპანიის კონფიდენციალურ ინფორმაციას საკუთარი კომერციული ინტერესებისთვის, კონკურენტული უპირატესობის მისაღებად ან ნებისმიერი სხვა მიზნისთვის, რომელიც არ უკავშირდება კომპანიისთვის შეთანხმებული მომსახურების გაწევას.

Umami-ს ანონიმური ანალიტიკა, Google-ის ქუქის გარეშე გაზომვა და TOP.GE-ის ვიზიტების მრიცხველი საჯარო, უსაფრთხო გვერდებზე მონაცემთა მინიმიზაციით მუშაობს; TOP.GE „უარყოფის“ შემდეგ ითიშება. Meta Pixel, Google-ის სრული რეჟიმი და ანგარიშთან დაკავშირებული ანალიტიკა მხოლოდ „დატოვების“ შემდეგ ირთვება. ამ სერვისებს არ ვუგზავნით კომპანიის დოკუმენტებს, CV-ის შინაარსს, საკონტაქტო მონაცემებს ან განაცხადის შიდა ID-ს. დეტალები მოცემულია ქუქი ჩანაწერების პოლიტიკაში.

5. ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება

რივო იყენებს ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებს რეკრუტინგის პროცესის გასამარტივებლად და კანდიდატებისა და ვაკანსიების უფრო ეფექტურად შესახამებლად.

თუ კომპანია იყენებს AI-ზე დაფუძნებულ ფუნქციებს, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ ფუნქციის უზრუნველსაყოფად, რომელიც კომპანიამ თავად აირჩია.

AI ტექნოლოგიების გამოყენება არ ნიშნავს კომპანიის ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას და არ ამცირებს რივოს ვალდებულებას, დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია.

6. როგორ ვიცავთ ინფორმაციას

უსაფრთხოების ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკაში. კონკრეტული უსაფრთხოების ზომების დოკუმენტი ხელმისაწვდომია აქ: ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები (TOMs). ქუქი (Cookie) ფაილების გამოყენების წესები მოცემულია ქუქი ჩანაწერების პოლიტიკაში.

რივო იღებს გონივრულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს კონფიდენციალური ინფორმაციის დასაცავად.

მათ შორის:

  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა მხოლოდ უფლებამოსილი პირებისთვის;
  • ავტორიზაციისა და წვდომის კონტროლის სისტემების გამოყენება;
  • მონაცემების დაშიფვრა, სადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია;
  • სისტემების მუდმივი მონიტორინგი;
  • უსაფრთხოების რეგულარული განახლებები და კონტროლი.

კომპანიის ინფორმაციაზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, კონტრაქტორებს ან მომსახურების პროვაიდერებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ თავიანთი მოვალეობების შესასრულებლად და რომლებიც თავადაც ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობა.

7. ინფორმაციის გამჟღავნება

რივო არ ყიდის, არ აქირავებს და არ ავრცელებს კომპანიების კონფიდენციალურ ინფორმაციას.

ინფორმაცია შეიძლება გამჟღავნდეს მხოლოდ:

  • კომპანიის წინასწარი თანხმობით;
  • იმ მომსახურების პროვაიდერებისთვის, რომლებიც აუცილებელია პლატფორმის ფუნქციონირებისთვის და ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობა;
  • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
  • სასამართლოს ან უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე.

8. რა ინფორმაცია არ ითვლება კონფიდენციალურად

კონფიდენციალურ ინფორმაციად არ მიიჩნევა:

  • საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია;
  • თავად კომპანიის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია;
  • ინფორმაცია, რომლის გამჟღავნება კანონით არის სავალდებულო;
  • ინფორმაცია, რომელიც რივომ დამოუკიდებლად და კანონიერად მოიპოვა მესამე პირისგან.

9. კონფიდენციალურობის ვადა

რივოს მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულება ძალაში რჩება პლატფორმით სარგებლობის დასრულების შემდეგაც.

კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაცია დაცული იქნება მანამ, სანამ იგი არ დაკარგავს კონფიდენციალურ ხასიათს ან მისი გამჟღავნება კანონით არ გახდება სავალდებულო.

10. ინტელექტუალური საკუთრება

კომპანიის მიერ რივოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, ვაკანსიები, დოკუმენტები, ბრენდი, ლოგო, ტექსტები, პროექტები და სხვა მასალები რჩება შესაბამისი კომპანიის საკუთრებად.

ამ პოლიტიკა რივოს არ ანიჭებს უფლებას გამოიყენოს აღნიშნული ინფორმაცია სხვა მიზნებისთვის, გარდა იმ მომსახურებისა, რომლის მისაღებადაც კომპანია იყენებს პლატფორმას.

11. პოლიტიკის ცვლილება

რივო უფლებამოსილია დროდადრო განაახლოს წინამდებარე პოლიტიკა, რათა იგი შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და პლატფორმის ფუნქციონირების ცვლილებებს.

განახლებული ვერსია გამოქვეყნდება პლატფორმაზე და ძალაში შევა გამოქვეყნების მომენტიდან, თუ თავად პოლიტიკით სხვა რამ არ იქნება განსაზღვრული.

12. დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ შეკითხვები ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ან თქვენი კომპანიის ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

ელფოსტა: contact@rivo.ge