ბუღალტერ-ოპერატორი - ბიოდიზელი ჯორჯია
ბიოდიზელი ჯორჯია logo

ბუღალტერ-ოპერატორი

ბიოდიზელი ჯორჯია
თბილისი
სრული
26/05/2026
26/06/2026

ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (საბურთალო)

სამუშაო საათები: ორშ.-პარ. - 10:00 - 19:00

ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების და ზედნადებების გამოწერა შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე;

** მომწოდებელი ობიექტებისთვის სატრანსპორტო დოკუმენტაციის გამოწერა, ოპერაციების სისწორის მონიტორინგი;

** დებიტორ/კრედიტორებთან შედარებების გაკეთება-დავალიანების კონტროლი, შესაბამისი ფაილების წარმოება;

** კომპანიისთვის შიდა გადაზიდვების გამოწერა;

** ბუღალტერ-ოპერატორის ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ელფოსტაზე: .

გთხოვთ, ველში: subject, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ბუღალტერიაMS ExcelMS Officeანგარიშ-ფაქტურებიდეტალებზე ორიენტირებულობა