დამსაქმებლის სახელმძღვანელო
რივო — სრულყოფილი რეკრუტინგისთვის: მართეთ ვაკანსიები, მოძებნეთ საუკეთესო კანდიდატები და გაიმარტივეთ შერჩევის პროცესი.
1. ტერმინების განმარტება
სანამ პლატფორმის გამოყენებას დაიწყებთ, გაეცანით რამდენიმე მნიშვნელოვან ტერმინს, რომლებიც რივოზე ხშირად შეგხვდებათ:
რივო (Rivo)
თანამედროვე, AI-ზე დაფუძნებული რეკრუტინგის პლატფორმა. ჩვენი მიზანია დავაკავშიროთ საუკეთესო ორგანიზაციები და ტალანტები ერთმანეთთან ყველაზე სწრაფად და ეფექტურად.
ვაკანსია
თქვენ მიერ გამოქვეყნებული სამუშაო პოზიცია, რომლისთვისაც თანამშრომლებს ეძებთ.
აპლიკანტი
პირი, რომელმაც უკვე გააკეთა განაცხადი თქვენს გამოქვეყნებულ ვაკანსიაზე — გამოგიგზავნათ CV ან გადავიდა თქვენს ბმულზე.
კანდიდატი
პოტენციური კანდიდატი, რომელსაც რივოს კანდიდატების ბაზაში პოულობთ, სანამ ის თქვენს რომელიმე ვაკანსიაზე გააკეთებს განაცხადს.
AI ძებნა
ჩვენი ჭკვიანი სისტემა კითხულობს თქვენს ვაკანსიას, აანალიზებს რივოს კანდიდატების ბაზაში არსებულ პროფილებს და გიჩვენებთ მათ, ვინც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს.
Kanban დაფა
ჩაშენებული სამუშაო დაფა, სადაც აპლიკანტების შემოსულ განცხადებებს მართავთ. მარტივი ჩავლებით (Drag & Drop) შეგიძლიათ ისინი გადაანაწილოთ ეტაპებზე: ახალი, განხილვის პროცესში, გასაუბრებაზე მოწვეული, შეთავაზება გაკეთებულია ან უარყოფილი.
კრედიტები
რივოს შიდა ვალუტა, რომელსაც იყენებთ ფასიანი მოქმედებებისთვის, მაგალითად AI ძებნისთვის, კანდიდატის საკონტაქტო ინფორმაციის განსაბლოკად ან ვაკანსიის VIP-ად გამოსაყოფად.
2. ვაკანსიების მართვა
როგორ გამოვაქვეყნოთ ახალი ვაკანსია?
ახალი ვაკანსიის დასამატებლად:
- გადადით ვაკანსიების გვერდზე:
/organization/jobs - დააჭირეთ ღილაკს „ვაკანსიის დამატება“ ზედა მარჯვენა კუთხეში.
- შეავსეთ ფორმა: აუცილებელია მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, ლოკაცია (ან დისტანციური), განაკვეთი და ბოლო ვადა.
- აირჩიეთ განაცხადის მიღების მეთოდი. თქვენ გაქვთ სამი არჩევანი:
- Rivo ATS: მიიღეთ და მართეთ აპლიკანტების CV-ები პირდაპირ ჩვენს პლატფორმაზე (რეკომენდებული).
- ელ. ფოსტა: აპლიკანტები CV-ს პირდაპირ მითითებულ ელ. ფოსტაზე გამოგიგზავნიან.
- ბმული: აპლიკანტები გადამისამართდებიან თქვენს ვებსაიტზე ან გარე ფორმაზე, მაგალითად Google Forms-ზე.
- ფორმის შევსების შემდეგ დააჭირეთ „გამოქვეყნებას“. ვაკანსია გადაიგზავნება დასამტკიცებლად და შემოწმებისთანავე გამოჩნდება პლატფორმაზე.
შენიშვნა: ვაკანსია შეგიძლიათ მონახაზად (Draft) შეინახოთ, თუ გარკვეული ინფორმაცია ჯერ შესავსები გაქვთ და მისი გამოქვეყნება არ გსურთ.
როგორ დავარედაქტიროთ ან წავშალოთ ვაკანსია?
ვაკანსიების ცხრილში თითოეული პოზიციის გასწვრივ მდებარეობს ქმედებების ღილაკი.
- რედაქტირება: ვაკანსიაში ცვლილებების შეტანისას, მაგალითად ხელფასის ან აღწერის შეცვლისას, იქმნება ახალი მოთხოვნა, რომელსაც ადმინისტრატორი განიხილავს.
- დახურვა (დაარქივება): თუ ვაკანსია ნაადრევად შეივსო, შეგიძლიათ დახუროთ ის, რათა საძიებო სისტემაში აღარ გამოჩნდეს.
- წაშლა: აქტიური ან მონახაზში მყოფი ვაკანსიის სრულად წასაშლელად.
3. აპლიკანტების მართვა (Rivo ATS)
თუ გამოქვეყნებისას მიღების მეთოდად Rivo ATS აირჩიეთ, აპლიკანტებს პირდაპირ ჩვენი პლატფორმიდან, Kanban დაფის მეშვეობით მართავთ.
სად ვნახო შემოსული განაცხადები?
ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიეთ ვაკანსია, რომლის აპლიკანტების ნახვაც გსურთ. თქვენ დაინახავთ ხუთ სვეტს. აპლიკანტების გვერდი: /organization/applicants
როგორ შევცვალოთ აპლიკანტის სტატუსი?
სტატუსის შეცვლა ძალიან მარტივია:
- Drag & Drop: მაუსის მიტანით გადაიტანეთ აპლიკანტის ბარათი სასურველ სვეტში.
- პროფილიდან: დააჭირეთ აპლიკანტის ბარათს ან თვალის ხატულას დეტალების სანახავად. ფანჯრის ზედა მარჯვენა კუთხეში ნახავთ სტატუსის შესაცვლელ მენიუს.
რა ხდება უარყოფისას? აპლიკანტის უარყოფისას სისტემა თანხმობას გთხოვთ. დადასტურებისთანავე აპლიკანტს ელ. ფოსტაზე ავტომატურად ეგზავნება ზრდილობიანი უარის წერილი. ასე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ინარჩუნებთ კარგი დამსაქმებლის იმიჯს.
4. რივოს კანდიდატების ბაზა
ვაკანსიის გამოქვეყნების ნაცვლად ან მასთან ერთად, სასურველი კანდიდატი შეგიძლიათ პირდაპირ რივოს კანდიდატების ბაზაში მოძებნოთ. კანდიდატების გვერდი: /organization/candidates
მარტივი ძებნა (ფილტრებით)
მარტივი ძებნის ჩანართში შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ფილტრები:
- უნარები: მაგალითად: React, Python, Management
- ლოკაცია: მაგალითად: თბილისი, ბათუმი
- განათლება: ბაკალავრი, მაგისტრი
- გამოცდილების დონე: დამწყები, საშუალო, გამოცდილი
ცხრილში თავდაპირველად გამოჩნდება კანდიდატების მოკლე, ანონიმური პროფილები — უნარები და გამოცდილება. სასურველი კანდიდატის სრული CV-ს, სახელისა და საკონტაქტო ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ განბლოკვას. გამოცდილების დონის მიხედვით განბლოკვა 5, 10 ან 15 კრედიტი ღირს.
AI ძებნა (რეკომენდებული)
AI ძებნა დროისა და ენერგიის დაზოგვაში დაგეხმარებათ — აღარ მოგიწევთ ასობით CV-ს თავად გადარჩევა.
- გადადით AI ძებნის ჩანართში.
- სიიდან აირჩიეთ თქვენი უკვე გამოქვეყნებული ვაკანსია.
- დააჭირეთ AI ძებნას და დაელოდეთ რამდენიმე წამი.
მარტივად რომ ვთქვათ: ხელოვნური ინტელექტი კითხულობს თქვენს ვაკანსიას, აანალიზებს რივოს კანდიდატების ბაზაში არსებულ პროფილებს და გიჩვენებთ მათ, ვინც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს. თითოეულ კანდიდატს მიენიჭება 0–100% შესაბამისობის ქულა და დაინახავთ, რას ეფუძნება შეფასება.
1 AI ძიება შეადგენს 1 კრედიტს.
5. გუნდის და პროფილის მართვა
როგორ დავამატოთ გუნდის წევრები (HR)?
ვაკანსიების მართვაში კოლეგების ჩართვაც შეგიძლიათ.
- გადადით გუნდის განყოფილებაში:
/organization/team - დააჭირეთ „წევრის დამატებას“.
- შეიყვანეთ კოლეგის ელ. ფოსტა. ისიც დარეგისტრირებული უნდა იყოს რივოზე.
- მიანიჭეთ შესაბამისი როლი, მაგალითად Recruiter.
გუნდის წევრების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება თქვენი გამოწერის პაკეტით. ლიმიტის შევსების შემთხვევაში, დამატებითი წევრების მოსაწვევად პაკეტის გაზრდა დაგჭირდებათ.
როგორ განვაახლოთ ორგანიზაციის პროფილი?
შეგიძლიათ ატვირთოთ ან შეცვალოთ ორგანიზაციის ლოგო, დაამატოთ აღწერა და მიუთითოთ ვებსაიტის ან სოციალური ქსელების ბმულები. პროფილის გვერდი: /organization/profile
რაც უფრო დეტალურად შეავსებთ პროფილს, მით უფრო სანდო იერს მიიღებს თქვენი ვაკანსიები კანდიდატების თვალში.
6. ბილინგი და კრედიტები
რივოს ფასიანი მოქმედებებისთვის, მაგალითად AI ძებნისა და რივოს კანდიდატების ბაზაში საკონტაქტო ინფორმაციის განსაბლოკად, კრედიტები გამოიყენება. ბალანსის შევსება და ხარჯვის ისტორიის ნახვა ბილინგის გვერდიდან შეგიძლიათ.
რაში ვიხდით კრედიტებს?
- კანდიდატის საკონტაქტო ინფორმაციის განბლოკვა 5–15 კრედიტი, გამოცდილების მიხედვით
- AI მოძიება (1 ვაკანსიაზე) 1 კრედიტი
- ვაკანსიის VIP-ად გამოყოფა ან პაკეტის ლიმიტს ზემოთ გამოქვეყნება 50 კრედიტი
რა არის Subscription პაკეტი?
პლატფორმის აქტიურად გამოსაყენებლად ყველაზე მეტად გამოწერის გააქტიურება, მაგალითად Starter ან Growth პაკეტი, გაწყობთ.
იხდით ფიქსირებულ თვიურ საფასურს და სანაცვლოდ ყოველთვიურად გერიცხებათ კრედიტების განსაზღვრული მოცულობა.
კრედიტების გარდა, გამოწერა ზრდის გუნდის წევრების დამატების ლიმიტს, რაც საშუალებას გაძლევთ სამუშაო კოლეგებზე გაანაწილოთ.
შენიშვნა: გამოწერის პაკეტი ყოველთვიურად ავტომატურად განახლდება — ჩამოიჭრება თანხა და დაგერიცხებათ ახალი კრედიტები.
როგორ შევავსოთ ბალანსი?
თუ პაკეტში შემავალი კრედიტები დაგეხარჯათ ან გამოწერა არ გაქვთ, ბალანსის შევსება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
- ბილინგის გვერდზე დააჭირეთ „ბალანსის შევსებას“.
- აირჩიეთ სასურველი პაკეტი. უფრო დიდ პაკეტში ერთი კრედიტის ფასი ნაკლებია.
- გადაიხადეთ ბარათით. კრედიტები ბალანსზე მყისიერად აისახება და მზად იქნება გამოსაყენებლად.