მარკეტინგის სპეციალისტი - European Fertility Clinic

მარკეტინგის სპეციალისტი

European Fertility Clinic
თბილისი
სრული
02/06/2026
02/07/2026

" European Fertility Clinic " — ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობის კლინიკა და რეპროდუქციული მედიცინის სპეციალიზებული ცენტრი თბილისში. ჩვენ ვახორციელებთ უნაყოფობის სრულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, ვეხმარებით პაციენტებს აისრულონ ოცნება და გახდნენ მშობლები.

ვაცხადებთ ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მარკეტინგის სპეციალისტი რუსული და ინგლისური ენების ცოდნით .

ძირითადი მოვალეობები

** კლინიკის სამედიცინო სერვისების პოპულარიზაციისთვის მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება საქართველოსა და საერთაშორისო ბაზრებზე;

** კლინიკის სამედიცინო სერვისების პოპულარიზაციისთვის მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება უცხოელი პაციენტებისთვის (ევროპა, აშშ, ჩინეთი);

** კლინიკის მონაწილეობის ორგანიზება საერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებში;

** ბაზრის, კონკურენტების და სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების ანალიზი;

** სარეკლამო კამპანიების შექმნა და მართვა (ონლაინ და ოფლაინ);

** ვებგვერდთან მუშაობა: კონტენტის შექმნა, ვიზუალური გაფორმება და განახლება;

** სოციალური მედიის (SMM) მართვისა და განვითარების კონტროლი;

** მომხმარებელთა მოზიდვის ღონისძიებების ორგანიზება (ვებინარები, აქციები, პრეზენტაციები);

** პარტნიორებთან და კონტრაქტორებთან თანამშრომლობა (სარეკლამო სააგენტოები, მედია, დიზაინერები და სხვ.);

** მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის მონიტორინგი და შედეგების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** სტრატეგიული აზროვნება;

** მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სამედიცინო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);

** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების კარგი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;

** კრეატიულობა, გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;

** ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;

** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;

** რუსული და ქართული ენების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ

** კონკურენტულ ანაზღაურებას;

** ოფიციალურ დასაქმებას;

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

** კომფორტულ სამუშაო პირობებს;

** სამუშაო გრაფიკს: 5/2, სრული განაკვეთი, ოფისში მუშაობა.

საკვანძო უნარები

** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა;

** B2C მარკეტინგი;

** ბრენდის განვითარება და პოპულარიზაცია;

** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;

** მარკეტინგული სტრატეგიის მართვა;

** სტრატეგიული დაგეგმვა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კრწანისის რაიონი, კრწანისის II შესახვევი, №33

როგორ უნდა განაცხადოთ:

თუ გსურთ გახდეთ European Fertility Clinic-ის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე:

მარკეტინგული კამპანიებიB2C მარკეტინგიბრენდის განვითარებაციფრული მარკეტინგიინგლისური ენარუსული ენა