შოურუმის ასისტენტი - დიზაინ სტუდიო

შოურუმის ასისტენტი

დიზაინ სტუდიო
თბილისი
სრული
28/05/2026
28/06/2026

"დიზაინ სტუდიო" პრემიუმ კლასის, ძვირადღირებული მულტიბრენდული ავეჯის შოურუმია, სადაც წარმოდგენილია ბოფი / დეპადოვას ჯგუფი, ასევე ლივინგ დივანი, ფორნაზეტი, ოკიო და ვიაბიზუნო.

დიზაინ სტუდიო აცხადებს ვაკანსიას შოურუმის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამზარეულოს დიზაინებისა და გეგმარების მომზადებაში დახმარება;

** შოურუმის მართვაში და გაყიდვების პროცესში მონაწილეობა;

** კლიენტებთან, არქიტექტორებთან, დიზაინერებთან, დეველოპერებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა;

** ბრენდების, პროდუქტებისა და სერვისების შესწავლა და ცოდნის გაღრმავება;

** პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;

** ბროშურებისა და მარკეტინგული მასალების მართვა;

** შესაბამისი პროდუქტის შესახებ ინფორმაციისა და ტექნიკური მახასიათებლების მიწოდება

** პრეზენტაციებისა და მარკეტინგული მასალების მომზადება;

** სოციალური მედიისა და სხვა მარკეტინგული აქტივობების მხარდაჭერა;

** პროდუქციის შერჩევაში დახმარება;

** ინვოისების მომზადება/გაგზავნა და გადახდების პროცესში დახმარება;

** მარაგებისა და ინვენტარის კონტროლი;

** ფასების სიის მომზადებაში დახმარება;

** პარტნიორებთან და ბრენდებთან ურთიერთობის მხარდაჭერა;

** შესყიდვების პროცესის მართვა და შოურუმისა და კლიენტების შეკვეთების განთავსება მომწოდებლებთან;

** ბრენდების პორტალებსა და სისტემებში მუშაობა;

** პროდუქციის ტრანსპორტირების, განბაჟებისა და იმპორტის პროცესის მართვა;

** შენახვის, მიწოდებისა და მონტაჟის პროცესების კოორდინაცია;

** დაბრუნებების, გაცვლებისა და შეკვეთებთან დაკავშირებული სხვა საკითხების მართვა

** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;

** კორესპონდენციის მართვა;

** ჩანაწერებისა და დოკუმენტაციის ორგანიზება;

** ენობრივ საკითხებსა და თარგმანებთან დაკავშირებული დახმარება;

** კომპანიის დირექტორისა და შოურუმის უფროსი კონსულტანტის მხარდაჭერა ყველა საკითხში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** არქიტექტურული ან ინტერიერის დიზაინის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** AutoCAD-ის, Photoshop-ის და Illustrator-ის გამოცდილება ასევე ჩაითვლება უპირატესობად;

** Microsoft Full Office;

** ინგლისური და რუსული ენის საშუალო დონე;

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებული;

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** თვითდისციპლინა;

** კარგი ორგანიზაციული უნარები;

** ეფექტური მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები;

** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული;

** ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა (სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად).

პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + საკომისიო + ბონუსი (განისაზღვრება გამოცდილებისა და სამუშაოს შესრულების ხარისხის შესაბამისად)

** სამუშაო საათები: 10:30-დან 18:30მდე (ერთი საათი შესვენება)

** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით

** მისამართი: ზურაბ ავალიშვილის 8, აუთლუქ ვაკე.

** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)

** დაწყების თარიღი: რაც შეიძლება მალე

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი ინგლისურენოვანი CV მისამართზე - სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "შოურუმის ასისტენტი".

AutoCADPhotoshopIllustratorMS Officeინგლისური ენარუსული ენადეტალებზე ორიენტირებული