წარმოების ტექნოლოგ-ოპერატორი - ქიმიური მასალების მწარმოებელი კომპანია

წარმოების ტექნოლოგ-ოპერატორი

ქიმიური მასალების მწარმოებელი კომპანია
თბილისი
სრული
2150 ₾/თვე
29/05/2026
29/06/2026

ქიმიური მასალების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას წარმოების ტექნოლოგ-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები: ტექნოლოგიური პროცესის მონიტორინგი და კონტროლი.

განათლება: უმაღლესი (არანაკლებ ბაკალავრის ხარისხით) ქიმიური, საინჟინრო და ტექნიკური მიმართულებით.

მოთხოვნები და ცოდნა:

** ზოგადი ფიზიკა, ზოგადი ქიმია, ქიმიური ტექნოლოგიის ზოგადი საწყისები;

** გამოცდილება: მუშაობის სტაჟი მსგავს მიმართულებებში;

** კომპიუტერი: საოფისე პროგრამები;

** ენები: ქართული — კარგად, სასურველია რუსული და ინგლისური.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული (ყოველ მე-4 დღეს 24-საათიანი ცვლა, 6-საათიანი შესვენებით, უზრუნველყოფილი მოსასვენებელი ოთახით და კვების სივრცით);

** საწარმო მდებარეობს თბილისში, საბურთალოს რაიონში;

** ანაზღაურება: 2150 ლარი , დარიცხვით (უქმე დღეებში ზეგანაკვეთური ანაზღაურება);

** კომპანიაში დასაქმებულთათვის არსებობს დამატებითი ბენეფიტები (ჯანმრთელობის დაზღვევა, წლიური საბონუსო სისტემა, პარკინგით უზრუნველყოფა, Fitpass);

** გამოსაცდელი ვადა: 3-6 თვე (ანაზღაურებადი).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "ქიმიური წარმოების ტექნოლოგ-ოპერატორი".

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

ფიზიკაქიმიაქიმიური ტექნოლოგიაMS Office