React Native დეველოპერი - Talkpal

React Native დეველოპერი

Talkpal
სრული
08/06/2026
08/07/2026

"Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 8 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.

ჩვენი პროდუქტის (iOS, Android & Web) განვითარებისთვის ვეძებთ დეველოპერს , რომელიც იმუშავებს ჩვენს Front-end-ის გუნდთან ერთად React Native-ის და React-ის მიმართულებით.

შენი ძირითადი სამუშაო:

** აპლიკაციის (iOS, Android & Web) ახალი ფუნქციების შემუშავება

** არსებული ფუნქციების გაუმჯობესება

** კოდის დებაგინგი და აპლიკაციაში არსებული ტექნიკური პრობლემების გადაჭრა

** პროდუქტის გუნდთან კოორდინაცია

შენ მოგაქვს:

** მობილურ და ვებაპლიკაციებზე მუშაობის 2+ წლიანი პროფესიული გამოცდილება

** React Native-ის და React-ის საფუძვლიანი ცოდნა

** RESTful API-სთან მუშაობის გამოცდილება

** მობილური აპლიკაციების Performance ოპტიმიზაციის ცოდნა

** Git ვერსიის კონტროლის სისტემის გამოყენების ცოდნა

** ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა

რატომ უნდა შემოგვიერთდე:

** გახდები ნაწილი სწრაფად მზარდი, გლობალური მასშტაბის მქონე სტარტაპის

** გექნება შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება

** მხიარული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი

დამატებითი ინფორმაცია და ბენეფიტები:

** ადგილმდებარეობა: Fully remote

** გრაფიკი: Semi-flexible

** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (100%)

** ჯანმრთელობის დაზღვევა

** ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

გსურს შემოგვიერთდე? შეავსეთ განაცხადი და ატვირთეთ CV აქ: https://zurl.to/NpS9?source=jobs.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.

თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს "Talkpal"-ის თქვენთან შესაძლო სამომავლო შრომითი ურთიერთობის მიზნით.

React NativeReactRESTful APIGitPerformance OptimizationiOSAndroidWeb DevelopmentDebugging