გაყიდვების კონსულტანტი - Auto Lab
Auto Lab logo

გაყიდვების კონსულტანტი

Auto Lab
რუსთავი
სრული
1200 ₾/თვე
03/06/2026
03/07/2026

კომპანია " Auto Lab " 7 წელია, რაც საავტომობილო სერვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებებით ოპერირებს ბაზარზე. Auto Lab ძირითადი საქმიანობა მოიცავს შემდეგს: ავტო-ტექ მომსახურება, მაღალხარისხიანი ავტონაწილების და ორიგინალი ამერიკული საცხებ-საპოხი მასალების რეალიზება, ავტომობილების შეძენა-ჩამოყვანა. Auto Lab გამოირჩევა კლიენტის ინტერესებზე მორგებული მომსახურების მაღალი ხარისხით. კომპანია სთავაზობს მრავალფეროვან და ინოვაციურ სერვისებს დაინტერესებულ ფიზიკურ, თუ კორპორაციულ პირებს.

კომპანია "Auto-Lab" სერვის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე რუსთავში.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა

** სამუშაო საათები: 09:00-19:00 სთ (1 საათი შესვენება)

** ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და სრულ სერვისზე ინფორმაციის მიწოდება;

** მომხმარებლის საჭიროების დადგება და სწორი გადამისამართება სერვისში;

** მომხმარებლისთვის ასორტიმენტის და ფასდაკლებების შეთავაზება;

** შოურუმში პროდუქციის მერჩენდაიზინგი და თაროებზე დეფიციტების შევსება;

** პროდუქციის მოძიება და შეკვეთა მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში;

** სამუშაო სივრცეში ჰიგიენური ნორმების დაცვა;

** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო, უმაღლესი ან პროფესიული განათლება;

** აუცილებელია ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება;

** სასურველია კატალოგთან მუშაობის გამოცდილება;

** უცხო ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე

უნარ-ჩვევები:

** დისციპლინირებული მუშაობის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებული მუშაობა;

** განვითარებაზე ორიენტირებული;

** დროის მართვის კარგი უნარი;

** გუნდური მუშაობა

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ რომ კომპანია Auto Lab-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანია Auto Lab-ის ბაზაში 1 წლის ვადით.

ავტოსფეროკონსულტაციამერჩენდაიზინგიკომუნიკაციადროის მართვა