უფროსი ინტერიერის დიზაინერი
m²" m² " უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია m²-ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა, მაშინ შემოუერთდი m²-ის გუნდს!
"m²" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ინტერიერის დიზაინერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- დიზაინერების კოორდინაცია, სამუშაოს სწორად გადანაწილება და პროექტების შესრულების კონტროლი;
- დამკვეთის დახმარება ინტერიერის დაგეგმვაში, საქართველოში არსებული კანონმდებლობისა და მოთხოვნების შესაბამისად;
- საერთო სარგებლობის სივრცეების დიზაინის შემუშავება და კოორდინაცია ობიექტზე;
- მიმდინარე პროექტების ზედამხედველობა ობიექტზე დიზაინის ნაწილში, საჭიროების შემთხვევაში ხარვეზების სწრაფი ანალიზი, რეკომენდაციების გაცემა ან პროექტის კორექტირება;
- ბინებისა და საერთო სარგებლობის სივრცეების ნაწილში არქიტექტურული ნახაზების დამუშავება და შემოწმება;
- მოცულობებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის მუშა დოკუმენტაციიდან ამოღება/დამუშავება;
- საჭიროების შემთხვევაში სარემონტო მასალების შერჩევა, სპეციფიკაციების დამუშავება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი პროფესიული განათლება (ინტერიერის დიზაინერის ან/და არქიტექტორის კვალიფიკაციით);
- სამუშაო გამოცდილება დიზაინისა ან/და არქიტექტურის სფეროში.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- არქიტექტურული პროგრამები:
- პროფესიულ დონეზე ცოდნა - ArchiCAD;
- საშუალო დონეზე ცოდნა - AutoCAD და Excel;
- Revit, 3D Max და Adobe Photoshop ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
- დროის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
- მოქნილობა ცვლილებების მიმართ.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი, შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ, 25 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: ელ. ფოსტა და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უფროსი ინტერიერის დიზაინერი".
ვაცხადებ თანხმობას, ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულ პირობებს.