მენეჯერის დამხმარე სპეციალისტი - რეილაბი

მენეჯერის დამხმარე სპეციალისტი

რეილაბი
თბილისი
სტაჟირება
600-1200 ₾/თვე
27/05/2026
27/06/2026

კომპანია " რეილაბი " აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე ლიცენზირების საკითხებში .

ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მომხმარებლებთან კომუნიკაცია, დოკუმენტაციის მომზადება, დახარისხება, მონიტორინგი და ა.შ. საქმიანობის შესწავლა მოხდება ადგილზე, სამთვიანი სტაჟირების პერიოდში. მნიშვნელოვანია აპლიკანტი იყოს დეტალებზე ორიენტირებული და ჰქონდეს კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება.

პირობები:

** პირველი კვირა - გაცნობითი ხასიათის შეხვედრები (უხელფასო)

** შემდგომი სამი თვე - სტაჟირება 600ლ (შესაძლებელია განსაზღვრულ ვადაზე ადრე გადასვლაც სტანდარტულ ანაზღაურებაზე)

** სამი თვის შემდეგ - 1200ლ (ზრდის პერსპექტივით)

** სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-17:00

​** მისამართი: დიდი დიღომი

"რეილაბი" არის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო აპარატურის დისტრიბუციას საქართველოში, როგორც ზოგადი და სტომატოლოგიური კლინიკებისთვის, ასევე საწარმოებისთვის. აწვდის მათ სრულ საინჟინრო მომსახურებას, ეხმარება ლიცენზიის მოპოვებასა და შემდგომი ვალდებულებების შესრულებაში.

ჩვენთან დაგხვდებათ მშვიდი გარემო და მეგობრული გუნდი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე მეილზე:

გისურვებთ წარმატებას!

კომუნიკაციადოკუმენტაციის მომზადებადეტალებზე ორიენტირებულობაკომპიუტერთან მუშაობა