მიმღები-რეგისტრატორი
მედ-დიაგნოსტიკა"კლინიკა მედ დიაგნოსტიკა" პაციენტებს სთავაზობს ამბულატორიულ სერვისს და მაღალი გარჩევადობის დიაგნოსტიკურ აპარატურას, იგი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო კვლევების მაღალ დიაგნოსტიკურ სიზუსტეს და შედეგების სანდოობას.
" კლინიკა მედ დიაგნოსტიკა " აცხადებს ვაკანსიას მიმღები რეგისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 15:00-20:00/09:00-15:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
გვესაჭიროება 2 რეგისტრატორი
ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)
ფუნქცია-მოვალეობები:
** კლინიკაში მოსული პაციენტების მიღება შესაბამისი პროცედურების დაცვით;
** პაციენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, გადამოწმება და რეგისტრაცია;
** პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების და ღირებულების შესახებ;
** სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** განიხილება გამოცდილების გარეშე;
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური;
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეს გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: ელ. ფოსტა . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.
გაცნობებთ, რომ "შპს მედ-დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
