გაყიდვების მენეჯერი - Gold Way Group

გაყიდვების მენეჯერი

Gold Way Group
თბილისი
სრული
01/06/2026
01/07/2026

საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია " GOLD WAY GROUP " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

https://goldway.com.ge/

https://www.facebook.com/goldwayco

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური დამკვეთების მოძიება;

** კომპანიის მომსახურების (პროდუქტების) ზედმიწევნით ცოდნა;

** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის წარმართვა მომხმარებლებთან;

** კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;

** შეხვედრების დაგეგმვა;

** გაყიდვების გეგმის შესრულება და კვარტალური/წლიური მიზნების მიღწევა;

** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

სავალდებულო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება. (ლოჯისტიკის მიმართულებით)

** ინგლისური ენის ცოდნა

** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;

** გამართული მეტყველების უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** დეტალებზე ორიენტაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა;

** Fitpass;

** თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო;

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი რეზიუმე: https://buildsmart.ge/job-apply/gayidvebis-menejeri/3/b095a36694d4d8f1f91577ff8ac535f8 ან მოგვაწოდეთ ელ.ფოსტაზე hello@goldway.com.ge . სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

ველით თქვენს განაცხადს და გისურვებთ წარმატებებს!

ლოჯისტიკაგაყიდვებიკომუნიკაციაMS Officeინგლისური ენამოლაპარაკება