მძღოლი - ლაბორატორია
სრული
1500 ₾/თვე
12/06/2026
12/07/2026

საერთაშორისო სტანდარტით აკრედიტებული ლაბორატორია აცხადებს მძღოლის ვაკანსიას.

გრაფიკი: 5 სამუშაო დღე

ანაზღაურება: 1500 (ხელზე ასაღები თანხა)

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილი ავტომანქანით, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით საჭირო მასალის დანიშნულების ადგილზე მიტანა

** ნიმუშის აღება შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით

** მიბარებული სამუშაო ავტომანქანის გამართული და შეუფერხებელი მუშაობა

** მიბარებული ავტომანქანით გადასატანი საქონლის დანიშნულების ადგილზე დროული და უსაფრთხო ტრანსპორტირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება

** "B" კატეგორიის მართვის მოწმობა - მექანიკური ტიპის ავტომობილის მართვის შესაძლებლობა

** ინგლისურისა და რუსული ენების საბაზო დონეზე ცოდნა

** პუნქტუალურობა

ჩვენ გთავაზობთ:

** შესასრულებელი საქმიანობის ადგილზე შესწავლას; გადამზადებას ამ მიმართულებით და სერტიფიცირებას

** ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

** მეგობრულ და მზრუნველ სამუშაო გარემოს

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "ლაბორატორიის მძღოლი".

გისურვებთ წარმატებას!

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

B კატეგორიის მართვის მოწმობამექანიკური ავტომობილის მართვაინგლისური ენის ცოდნარუსული ენის ცოდნაპუნქტუალურობანიმუშის აღება