ვიდეო მონიტორინგის თანამშრომელი - Tactical

ვიდეო მონიტორინგის თანამშრომელი

Tactical
თბილისი
მოქნილი
27/04/2026
27/05/2026

კომპანია " ტაქტიკალი " აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე (ქალი კანდიდატებისთვის).

მისამართი: თბილისი, წერეთელი, აგლაძის N15, "მეგალაინი"

პირობები:

** კვირაში 3 ან 4 დღე;

** სამუშაო საათები: 10:00-22:00;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ობიექტების ვიდეოკამერების მონიტორინგი;

** თანამშრომლების მიერ წესრიგისა და ქცევის ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;

** უსაფრთხოების რისკების შეფასება;

** კამერის ჩანაწერების ანალიზი;

** დარღვევების დაფიქსირება და ხელმძღვანელი პირების ინფორმირება;

** მატერიალური ფასეულობების დაკარგვის, ან დაზიანების აღკვეთის მიზნით მოახდინოს მუდმივი დაკვირვება;

** კომპანიის ობიექტებში არსებული ელექტრო გაყვანილობის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების გამართულობის მონიტორინგი;

** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** პუნქტუალურობა;

** ყურადღება დეტალების მიმართ;

** კომუნიკაბელურობა;

** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;

** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: , გთხოვთ, "Subject"-ში მიუთითოთ "ვიდეო მონიტორინგის თანამშრომელი".

ვიდეო მონიტორინგიუსაფრთხოების რისკების შეფასებაყურადღება დეტალების მიმართკომუნიკაბელურობაპასუხისმგებლობა