ადმინისტრატორი - ჰოტელ კოსტე

ადმინისტრატორი

ჰოტელ კოსტე
თბილისი
სრული
1100 ₾/თვე
02/05/2026
02/06/2026

სასტუმრო "Hotel Coste" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

4 ვარსკვლავიანი სასტუმრო "Hotel Coste" მდებარეობს ქალაქის ცენტრში - ფილარმონიასთან, კოსტავას ქუჩაზე. სასტუმრო გამოირჩევა დახვეწილი დიზაინის ნომრებით, მაღალი ხარისხის მომსახურებით, რესტორანითა და თანამედროვე საკონფერენციო დარბაზით. https://hotelcoste.ge

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, განთავსება, გასტუმრება.

** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.

** სასტუმროს სისტემაში სტუმრების რეგისტრაცია, ინფორმაციის დამუშავება და აღრიცხვების და ინვოისების მომზადება.

** სტუმრებისთვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდება, სასტუმროს ნომრების, წესების და ტარიფების შესახებ.

** სტუმრებთან მუდმივი კომუნიკაცია, მათი კეთილგანწყობის მოპოვება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

** უპირატესობა მიენიჭება ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას.

** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)

პიროვნული უნარ ჩვევები

** პოზიტიურობა

** კომუნიკაბელურობა

** ემოციურად სტაბილურობა და თავშეკავებულობა

** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი, დროის სწორად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

** სამუშაო კრაფიკს: სრული განაკვეთი, დღის და ღამის ცვლა

** კვებით უზრუნველყოფას

** ჯანმრთელობის დაზღვევას

** FIT Pass-ით სარგებლობას

** 24 დღიან ანაზღაურებად შვებულებას წელიწადში

** ხელშეწყობას კარიერული წინსვლაში

** თბილი და მეგობრულ სამუშაო გარემოს

ანაზღაურება:

** ხელფასი 1100 ლარი

** საბონუსე სისტემა

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: , სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე 557 643300. გისურვებთ წარმატებას!

ინგლისური ენარუსული ენაMS Officeსტუმრების მომსახურებაკომუნიკაბელურობადროის მართვა