ბუღალტერი-FINA ოპერატორი - მუსიკის სახლი

ბუღალტერი-FINA ოპერატორი

მუსიკის სახლი
თბილისი
სრული
1500 ₾/თვე
05/05/2026
05/06/2026

" მუსიკის სახლი " არის მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია, რომელიც 20 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ დროისათვის 3 ფილიალის სახით არის წარმოდგენილი თბილისსა და ბათუმში.

მაღაზია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან მუსიკალური ინსტრუმენტების მწარმოებელ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Casio, Roland, GEWA, Orla, Fender, Alhambra, Ibanez, SHURE, Pioneer Dj, Presonus, Marshall, Meinl, Tama და სხვა.

ჩვენთან ასევე წარმოდგენილია, პროფესიონალური განათებისა და გახმოვანების აპარატურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, როგორც კაფე-ბარებისა და კლუბების, ასევე საკონცერტო და თეატრალური დარბაზების აღჭურვა.

ვაცხადებთ, ბუღალტერი - FINA ოპერატორის ვაკანსიას:

ძირითადი მოვალეობები:

** საბანკო ამონაწერების პროგრამაში ატვირთვა;

** საბანკო გადარიცხვების შესრულება;

** საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა არსებული კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად;

** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;

** დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი:შედარების აქტების გაფორმება;

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება (ხარჯების დარიცხვა);

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და პირველადი დოკუმენტების ასახვა პროგრამაში და სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;

** სხვა ბუღალტერიასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია Fina პროგრამის ცოდნა

** სასურველია ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;

** გუნდურად მუშაობის უნარი;

** დეტალებისადმი ყურადღება;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** დროის მენეჯმენტის უნარი.

გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას,

** ფიტპასს,

** ულიმიტო სასაუბრო დროს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 საათამდე;

4 დღე ოფისში, თბილისი ა. მიცკევიჩის 27, 1 დღე დისტანციურად

ანაზღაურება: 1500 ხელზე

3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: . გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი - FINA ოპერატორი".

FINA პროგრამაბუღალტერიასაბანკო გადარიცხვებიანალიტიკური აზროვნებადროის მენეჯმენტიდეტალებზე ორიენტირებულობა