კონსტრუქტორი - Fibrex

კონსტრუქტორი

Fibrex
სრული
03/06/2026
03/07/2026

Fibrex LLC (ფიბრობეტონის მწარმოებელი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას კონსტრუქტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი საინჟინრო განათლება სამშენებლო მიმართულებით;

** კონსტრუქტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

** მეტალის კონსტრუქციების გაანგარიშებისა და პროექტირების გამოცდილება;

** AutoCAD-ის ცოდნა (სავალდებულო);

** სასურველია Tekla Structures, Revit, SAP2000, SCAD, Robot Structural Analysis ან სხვა შესაბამისი პროგრამების ცოდნა;

** საინჟინრო ნახაზებისა და დეტალიზაციის მომზადების გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** ფიბრობეტონის (GRC/GFRC) საფასადე ელემენტების დეტალიზაციისა და სამუშაო ნახაზების მომზადება;

** ელემენტების სპეციფიკაციების (BOQ/BOM) შედგენა;

** სამონტაჟო კვანძებისა და დამაგრების სისტემების დამუშავება;

** მეტალის ქვეკონსტრუქციის სტატიკური გაანგარიშება;

** ქარის, სეისმური და სხვა საპროექტო დატვირთვების გათვალისწინებით კონსტრუქციული გადაწყვეტილებების შემუშავება;

** წარმოებისა და მონტაჟისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;

** არქიტექტორებთან, წარმოების და მონტაჟის გუნდებთან კოორდინაცია.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და ინოვაციურ პროექტებზე მუშაობას;

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

** კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;

** თანამედროვე საწარმოო გარემოს.

კომპანიის შესახებ:

Fibrex არის საქართველოში მოქმედი ფიბრობეტონის (GRC/GFRC) ელემენტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მაღალი ხარისხის საფასადე და არქიტექტურული ელემენტების წარმოებაში.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე

AutoCADTekla StructuresRevitSAP2000SCADRobot Structural Analysisკონსტრუქციული გაანგარიშებასაინჟინრო ნახაზები