მიმღები დეპარტამენტის თანამშრომელი - ვერარეზიდენს

მიმღები დეპარტამენტის თანამშრომელი

ვერარეზიდენს
თბილისი
სრული
1000-1200 ₾/თვე
29/05/2026
29/06/2026

"ვერარეზიდენს" აცხადებს ვაკანსიას მიმღები დეპარტამენტის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა

სასტუმროში შემომსვლელი სტუმრების დახვედრა შესაბამისი წესით, სასტუმროს მაცხოვრებლებისათვის სათანადო ყურადღების მიქცევა. დეპარტამენტებს შორის სწორი კომუნიკაციის დამყარება.

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** სასტუმროს პოზიტიური იმიჯის წარმოდგენა სტუმრებსა და თანამშრომლებთან

** სასტუმროში შემოსული სტუმრების თავაზიანად მიღება-განთავსება-გაცილება (სტუმრების განთავსების (Check-In, Check-Out) პროცესის უზრუნველყოფა)

** სტუმრებისა და თანამშრომლებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება, კეთილგანწყობილი და თავაზიანი დამოკიდებულება

** ფინანსური ანგარიშსწორების/ოპერაციების/გადახდების სასტუმროს სისტემაში დროული ასახვა

** სასტუმროში შემოსული სტუმრების პირადი მონაცემებისა და გადახდის დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომში მოწესრიგება, კონფიდენციალურობის დაცვით.

** ინვოისებისა და სარეგისტრაციო ბარათის წესისამებრ წარმოება და დახარისხება

** სასტუმროს ტელეფონის, ელ-ფოსტისა და შეტყობინებების პროფესიონალურად მიღება და დროული პასუხი

** სასტუმროს ყველა ონლაინ არხსა და პლატფორმაზე სტუმრებთან დროული კომუნიკაცია და მათ მოთხოვნებზე დროული რეაგირება

** ჰენდოვერის წარმოება, გაცნობა და შემდეგი ცვლისთვის ინფორმაციის გაზიარება/გადაბარება

** სასტუმრო პროგრამის ათვისება (ცოდნა) ჯავშნებისა და სტუმრების მოთხოვნების სასტუმროს სისტემაში შეყვანა

** თავაზიანი ურთიერთობა სტუმრებთან და მათ მოთხოვნებზე სწრაფი, ეფექტური რეაგირება

** სასტუმროში არსებული სტანდარტებისა და შიდა განაწესის დაცვა

** წინა ცვლისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება, სამუშაო სივრცისა და დღის განმავლობაში წარმოებული დოკუმენტების/ინვოისების/სარეგისტრაციო ბარათების/გადახდების მოწესრიგება

** ლობისა და მიმღები განყოფილების წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა

** სტუმრების მოთხოვნებისა და საჩივრების ხელმძღვანელობისთვის დროულად გაცნობა

** სისტემების (PMS, ტელეფონი, Wi-Fi) მუშაობის მონიტორინგი და პრობლემების მყისიერი დაფიქსირება დროული გადაჭრის მიზნით

** სასტუმროს უსაფრთხოების პოლიტიკის ცოდნა და სახანძრო განგაშზე რეაგირების პროცესების გაცნობა

** დაიცვას სასტუმროს უნიფორმის დრესკოდი

** სასტუმროს უსაფრთხოების პოლიტიკის ცოდნა და სახანძრო განგაშზე რეაგირების პროცესების გაცნობა

სტუმრებზე ზრუნვა:

** მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება სტუმრებისათვის, შესაბამისი სტანდარტების დაცვით

** სტუმრისგან უკუკავშირის მიღება და შესაბამის კომენტარებზე დაყრდნობით საჭირო ნაბიჯების გადადგმა

** მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესება და მათ განვითარებაზე ზრუნვა

** სწორი, გამართული კომუნიკაციის უზრუნველყოფა თანამშრომლებსა და სასტუმროს დანარჩენ დეპარტამენტებს შორის

ხელფასი: 1000, 00-1200, 00 (გამოცდილებიდან გამომდინარე) ლარი სუფთა ხელზე

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელფოსტაზე:

მომხმარებელთა მომსახურებაკომუნიკაციაPMS პროგრამებიანგარიშსწორება