იურისტი - Nexia Georgia
Nexia Georgia logo

იურისტი

Nexia Georgia
თბილისი
სრული
30/04/2026
30/05/2026

"Nexia Georgia" საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის - Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. "Nexia Georgia" აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. "Nexia Georgia"-ს დინამიკური გუნდი ყოველივე ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.

"Nexia Georgia" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;

** მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხელშეკრულების პროექტის მომზადება;

** მოწოდებული ხელშეკრულების პროექტის სამართლებრივი ანალიზი;

** მიღება-ჩაბარების, შეთანხმების აქტების, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აქტების მომზადება;

** კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ წერილებსა და საპასუხო წერილის პროექტის მომზადება;

** ორგანიზაციის ინტერესების დაცვის მიზნით მინდობილობების, სარჩელების, შესაგებლების, შუამდგომლობების, საჩივრებისა და სხვა პროცესუალური აქტების მომზადება;

** იურიდიული დოკუმენტაციის დახარისხება და რეგისტრაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;

** კორპორატიულ იურისტად მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე:

წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "იურისტი".

სამართლებრივი დოკუმენტაციახელშეკრულებების მომზადებასამართლებრივი ანალიზიკორპორატიული სამართალისასამართლო დოკუმენტების მომზადება