კონსულტანტი - Manamo Home
Manamo Home logo

კონსულტანტი

Manamo Home
ბათუმი
სრული
03/06/2026
03/07/2026

საოჯახო ტექსტილის კომპანია " Manamo Home " აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში, მეტრო სითის ფილიალში

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კორპორაციულ ჯანმრთელობის დაზღვევას;

** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

** მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში;

** სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე;

სამუშაო გრაფიკი:

სრული განაკვეთი - კვირაში 6 სამუშაო დღე, რაც მოიცავს:

** 2 დღე - 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება

** 4 დღე - 6-საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის კონსულტაცია და პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;

** პროდუქციის სტანდარტული წესით და ვიზუალურად მიმზიდველი განლაგების უზრუნველყოფა;

** ახალი პროდუქციის ასორტიმენტის შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის ფლობა;

** მომხმარებლის ინფორმირება მიმდინარე აქციების და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;

** მაღაზიაში წესრიგისა და მოწესრიგებული სავაჭრო სივრცის უზრუნველყოფა.

აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა;

** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;

** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე:

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: კონსულტანტი ბათუმში

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ "Manamo Home" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.

კომუნიკაციადეტალებზე ორიენტირებულობაგუნდური მუშაობამომხმარებლის მომსახურება