სროლის ინსტრუქტორი
Desert Shooting Rangeტაქტიკურ ცენტრში " Desert Shooting Range " ვეძებთ პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და გამოცდილ სროლის ინსტრუქტორს , რომელიც უზრუნველყოფს ტირის მომხმარებლების უსაფრთხოებას, ჩაატარებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას და გააკონტროლებს სროლის პროცესს მოქმედი წესებისა და უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** სროლის უსაფრთხოების წესების გაცნობა და მათი დაცვის კონტროლი;
** დამწყები და გამოცდილი მსროლელების თეორიული და პრაქტიკული მომზადება;
** სროლის პროცესის ზედამხედველობა;
** ცეცხლსასროლი იარაღისა და აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქტაჟის ჩატარება;
** ტირის შიდა რეგულაციებისა და უსაფრთხოების პროცედურების შესრულების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლებისთვის პროფესიული კონსულტაციის გაწევა;
** საჭიროების შემთხვევაში ანგარიშებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია);
** სროლის ინსტრუქტორად მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ცეცხლსასროლი იარაღის უსაფრთხო გამოყენების წესების საფუძვლიანი ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაციისა და სწავლების უნარი;
** სამხედრო, პოლიციის ან უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** შესაბამისი სერტიფიკატები და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
** ქართული ენის ცოდნა; ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე
მდებარეობა: საგარეჯო , სოფელი უდაბნო
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე: ელ. ფოსტა .
