შაბათ-კვირის ადმინისტრატორი - Terminal

შაბათ-კვირის ადმინისტრატორი

Terminal
თბილისი
მოქნილი
26/05/2026
26/06/2026

" ტერმინალი " არის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა. ჩვენს გასაცნობად გადმოდი ლინკზე: https://www.facebook.com/Terminaltbilisi

"ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას შაბათ-კვირის ადმინისტრატორის პოზიციაზე. ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებლებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან ენთუზიაზმით დახვდნენ სტუმრებს და მონაწილეობა მიიღონ სივრცის ყოველდღიურ პროცესებში.

მისამართი: თბილისი, ი. აბაშიძის #34

სამუშაო საათები: 09:00-21:00, კვირაში 2 სამუშაო დღე (შაბათი და კვირა)

ძირითადი მოვალეობები:

** სივრცის წევრებისა და ვიზიტორების დახვედრა;

** წევრებთან და პოტენციურ წევრებთან კომუნიკაცია სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

** თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა;

** ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება - დოკუმენტაციის წარმოება, კორესპონდენციის მართვა;

** პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა;

** სივრცის წევრებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაზე ზრუნვა;

** გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობებში.

ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:

** მომხმარებლებზე ორიენტირებული;

** მეგობრული;

** საუბრობს ინგლისურად საკომუნიკაციო დონეზე;

დამატებითი ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** სავალდებულო საპენსიო შენატანის უზრუნველყოფა;

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება (შაბათ-კვირის ადმინისტრატორი), რომელზეც აგზავნით განაცხადს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.

კომუნიკაციაინგლისური ენამომხმარებელთა მომსახურებაადმინისტრაციული უნარები